ბრაზილიური “პალმეირასის” ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს. Sport-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი გადაწყვეტილია.
მარლონი, თავდაპირველად, “ბარსელონა ბ”-ში ჩაირიცხება. ის კატალონიაში არენდის წესით ითამაშებს და “ბარსას” ფეხბურთელის 5-6 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ მარლონი “ბარსელონას” პირველ გუნდში 5 თამაშს ჩაატარებს (არ აქვს მნიშვნელობა, ოფიციალურს თუ ამხანაგურს), გამოსყიდვის უფლება ავტომატურად გააქტიურდება და ფეხბურთელი “ბარსელონას” საკუთრება გახდება.
თუ მარლონი “ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში 20-ჯერ ითამაშებს, კატალონიელები ბრაზილიელებს მილიონ ევროს გადაუხდიან. კიდევ 20 თამაშის შემთხვევაში – ასევე მილიონს. ასე რომ, “ბარსელონას”, მარლონის ტრანსფერი, შესაძლოა, 7-8 მილიონი ევრო დაუჯდეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი პირველ გუნდს წინასასეზონო მზადების დროს წაყვება.