სპორტის სწავლების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც კვლავ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ლიდერობს.
წინა რეიტინგის შემდეგ, მესის ფასმა დაახლოებით 40 მილიონი ევროთი მოიკლო. შედეგად, მას მე-2 ადგილზე მყოფი ნეიმარი წამოეწია. ბრაზილიელის ფასი 152 მილიონი ევრო იყო, ახლა კი, 201.5 მილიონი ევროა.
“ბარსელონას” შემტევი ტრიოს კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლუის სუარესის ფასი თითქმის 20 მილიონით გაიზარდა და 105.8 მილიონი ევრო შეადგინა.
საერთო ჯამში, MSN-ის ფასი 518.4 მილიონი ევროა.
მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
| # | ფეხბურთელი | კლუბი | ფასი |
| 1 | ლიონელ მესი | ბარსელონა | 211.1 |
| 2 | ნეიმარი | ბარსელონა | 201.5 |
| 3 | კრიშტიანუ რონალდუ | რეალი | 137.8 |
| 4 | ანტუან გრიზმანი | ატლეტიკო | 120.2 |
| 5 | ჰარი კეინი | ტოტენჰემი | 112.5 |
| 6 | ენტონი მარტიალი | მანჩესტერი | 111.8 |
| 7 | ლუის სუარესი | ბარსელონა | 105.8 |
| 8 | პაულო დიბალა | იუვენტუსი | 104.5 |
| 9 | სერხიო აგუერო | სიტი | 96.8 |
| 10 | პოლ პოგბა | იუვენტუსი | 90.4 |
| 11 | გარეთ ბეილი | რეალი | 80.8 |
| 12 | ედენ აზარი | ჩელსი | 78.3 |
| 13 | ალექსის სანჩესი | არსენალი | 75.8 |
| 14 | დელე ალი | ტოტენჰემი | 75.2 |
| 15 | ტომას მიულერი | ბაიერნი | 73.5 |
| 16 | რაჰემ სტერლინგი | სიტი | 72.8 |
| 17 | რობერტ ლევანდოვსკი | ბაიერნი | 67.8 |
| 18 | ალვარო მორატა | იუვენტუსი | 64.2 |
| 19 | ტონი კროოსი | რეალი | 62.2 |
| 20 | გონსალო იგუაინი | ნაპოლი | 60.9 |
ყველაზე ძვირადღირებულ 100 ფეხბურთელში ასევე მოხვდნენ სერხიო ბუსკეტსი (38-ე ადგილი, 47.5 მილიონი ევრო), ივან რაკიტიჩი (60, 39.3), დენის სუარესი (79, 34.5) და ხერარდ პიკე (90, 31.3).
ვა დენის სუარესი ნახეე
კულეებო უმტიტი ბარსას ფეხბურთელია უკვე
100 % მართალია ხარ, ტიპი მოედანზე დაფრინავდა
მერე რა რომ კულე ხარ ნუ იბოღმები