workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაბრიელ ჟეზუსი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის აირჩევს

გაბრიელ ჟეზუსი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის აირჩევს

ბრაზილიური “პალმეირასის” შემტევმა, გაბრიელ ჟეზუსმა უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მას კარიერის გაგრძელება – “ბარსელონაში”, თუ “რეალში”. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კატალონიური კლუბი 19 წლის თავდამსხმელის შეძენასთან ახლოს იყო, მაგრამ საქმეში “რეალი” ჩაერია და ფეხბურთელისთვის ბრძოლა დაიწყო.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟეზუსისთვის ბრძოლას “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბაიერნი” და “იუვენტუსი” აპირებენ. თუმცა, თუ “ბარსელონასთვის”, “რეალისთვის”, პსჟ-სთვის, “მანჩესტერისთვის” და “ბაიერნისთვის” ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 24 მილიონი ევროა, სხვა გუნდებს მისი 16 მილიონ ევროდ შეძენა შეუძლიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward