“მანჩესტერ იუნაიტედისა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ სერხიო რომერომ კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. რომერო ლიონელ მესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
“ჩვენ შევეცდებით მალევე წამოვდგეთ ფეხზე და ღირსეულად შევხვდეთ იმას, რაც მომავალში გველის. მე არ ვფიქრობ და ვერც წარმომიდგენია არგენტინის ნაკრების მესის გარეშე. ვთვლი, რომ მესიმ ეს განცხადება ცხელ გულზე დაუფიქრებლად გააკეთა, რადგან ჩვენ ხელიდან კარგი შანსი გავუშვით.” – განაცხადა, რომერომ.
რომელი მესი მარადონაა ან ბატისტუტა არგენტინის ნაკრების წინაშე ვერ წარმოიდგინო ? 😀
ან რა აქვს გაკეტებული არგენტინისთვის
მესის ასეთი ცრემლები პირველად დავინახე.. ძალიან სამწუხაროა..
იმედია შეცვლის გადაწყვეტილებას.. ეხლა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია..