ბრაზილიური “პალმეირასის” ფეხბურთელი გაბრიელ ჟეზუსი, რომელიც “ბარსელონას” ინტერესის სფეროშია მოქცეული, აცხადებს, რომ ის კატალონიურ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი არაა.
“ბარსელონაში” გადასვლა ოცნების ახდენა იქნებოდა. საკუთარი შესაძლებლობები გაცნობიერებული მაქვს. ვიცი, რა პოტენციალს ვფლობ და რისი შეთავაზება შემიძლია კლუბისთვის.
თავდაუზოგავად ვშრომობ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ამისგან სიამოვნებას ვიღებ.” – აცხადებს ჟეზუსი.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მზადაა 19 წლის შემტევში 19 მილიონი ევრო გადაიხადოს და ხელშეკრულებაში 5 მილიონის ბონუსებიც გაითვალისწინოს. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ჟეზუსის შეძენით “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “მანჩესტერი” და “ინტერი” არიან დაინტერესებულნი.
გაბრიელ ჟეზუსი “პალმეირასის” პირველ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. ჩატარებულ 60 მატჩში მან 20 გოლი გაიტანა. ბრაზილიის 20 და 23 წლამდელთა ნაკრებების მაისურით გამართულ 10 შეხვედრაში კი ჟეზუსმა თავი 8-ჯერ გამოიჩინა.