მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-2 გათამაშების შედეგები

Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის მე-2 გათამაშების შედეგები

Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-2 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.

წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.

ათივე კითხვას სწორი პასუხი 9 ადამიანმა გასცა. შესაბამისად, ყველა მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.

ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით ND10, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, “ბარსელონას” მაისური გადაეცემა.

 

სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:

1. რომელმა მწვრთნელმა მოაგროვებინა “ბარსელონას” ლა ლიგის ერთ გათამაშებაში 100 ქულა? – ტიტო ვილანოვა

2. ესპანელ მწვრთნელთაგან რომელმაც უთავკაცა “ბარსელონას” ყველაზე მეტ მატჩში? – პეპ გვარდიოლა

3. ვისი პრეზიდენტობის დროს შეიძინა “ბარსელონამ” რონალდინიო? – ხუან ლაპორტა

4. “ბარსელონას” რომელი ნახევარმცველი გახდა 2009 წელს ესპანეთის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა? – სერხიო ბუსკეტსი

5. დაასახელეთ ერთადერთი უნგრული გუნდი, რომელსაც გამპერის თასი მოუგია. – უიპეშტი

6. ვინ იყო “ბარსელონას” პირველი პრეზიდენტი? – უოლტერ უაილდი

7. სხეულის რა ნაწილით გაიტანა ლიონელ მესიმ გოლი 2009 წელს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში? – მკერდი

8. რამდენი მატჩი დასჭირდა პეპ გვარდიოლას (მწვრთნელს) ლა ლიგაში 100 თამაშის მოსაგებად? – 132

9. რამდენჯერ ითამაშა “ბარსელონამ” სიუტატ დე ბარსელონას თასზე? – 1

10. 1928 წელს, სამხრეთ ამერიკული ტურნეს დროს, რომელმაც ფეხბურთელმა გაიტანა “ბარსელონადან” პირველი გოლი? – სამიტიერი

 

საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:

ND10 – 55

cruyff9 – 55

Riva1989 – 55

dato29dato – 55

jorben – 55

Cule 1995 – 55

Gogla – 55

Cule 1995 – 55

Hovik – 51

iko – 49

 

ვიქტორინის მე-3 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 13 ივნისს, ზუსტად 12:00 საათზე.

 

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • gerrard pique
    schedule 09 ივნ 2016, 19:33

    ვულოცავ ND10 ს

  • ND10
    schedule 08 ივნ 2016, 21:21

    მადლობა ყველას ვინც მომილოცა.გისურვებთ შემდეგში თქვენ გაგემარჯვოთ.

  • Cule 1995
    schedule 08 ივნ 2016, 16:01

    55 კარგია 😀 wink

  • ANRIBARCA
    schedule 08 ივნ 2016, 00:59

    ციტატა: Blankos77
    Gilocavt yvelas saqartvelos mogebas es pirveli arcis konentatorebi supta pitaloebi arian ra


    აუ მაგარი მაგარი უემოციო ხალხი გოლის დროს ხმაც არ აუწიეს, დამტავრდა ტამასჰი არაფერი ტქვეს ფუი

  • Johan Cruyff 14
    schedule 08 ივნ 2016, 00:49

    ადმინ ყველას გავეცი პსუხი სათითაოდ და მაინტერესებს რომელ ადგილზე ვარ

  • ANRIBARCA
    schedule 08 ივნ 2016, 00:45

    გაედო სპანიას 😀

    ციტატა: Riva1989
    მემგონი ერთადერთი ვარ ვინც 2 ვიქტორინაში 20ვე კითხვას უპასუხა და ვერცერთხელ ვერ მოიგო ფორმა 🙁 წინაზე 5 წუთი დამაკლდა ზუსტად, ახლა არ ვიცი 🙁


    შენ მწერალი თუ ხარ ისე კარგი იქნება კითხვებზე პასუხის წერის გარდა სიახლეებიც რომ დაწერო გამოცოცხლდება საიტი

  • …barCa..
    schedule 08 ივნ 2016, 00:36

    Cotaccccc

  • Riva1989
    schedule 08 ივნ 2016, 00:26

    მემგონი ერთადერთი ვარ ვინც 2 ვიქტორინაში 20ვე კითხვას უპასუხა და ვერცერთხელ ვერ მოიგო ფორმა 🙁 წინაზე 5 წუთი დამაკლდა ზუსტად, ახლა არ ვიცი 🙁

  • ANRIBARCA
    schedule 07 ივნ 2016, 23:38

    ვიგებთ 1-0 :D:D:D:D