მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი გუტი “ბარსელონას” ლეგენდას, ჩავი ერნანდესს, მის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადების გამო, აკრიტიკებს.
თავის ბოლო ინტერვიუში ჩავიმ განაცხადა, რომ მას “ატლეტიკოს” თამაშის სტილი არ მოსწონს და “ბარსელონასა” და “რეალს” მსგავსი ფილოსოფია არ უნდა ჰქონდეთ.
“არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ჩავიზე. “ატლეტიკოსთან” დაკავშირებით გაკეთებულმა მისმა განცხადებამ გამაკვირვა. ასევე იმან, რომ ის ასე “გაიზარდა”. როდესაც ჩავი “ბარსელონაში” თამაშობდა, ის ასეთი “დიდი” არ იყო. მაგრამ “ბარსელონდან” წასვლის შემდეგ, ის “გაიზარდა”. შესაძლოა, კატარში, მას რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური აჩუქეს. სჯობს, ის მიწაზე დაეშვას. ბოლო დროს, ის პიკესთან ხშირად საუბრობს.”


