workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 21-ე საუკუნის ევროპის საუკეთესო კლუბია

“ბარსელონა” 21-ე საუკუნის ევროპის საუკეთესო კლუბია

მსოფლიოს ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მონაცემებით “ბარსელონა” 21-ე საუკუნის პირველი დეკადის ევროპის საუკეთესო კლუბია. ფედერაციის დათვლებით, კატალონიურმა კლუბმა 2.459 ქულას მოუყარა თავი და ცოტათი გაასწრო მე-2 ადგილზე გასულ “მანჩესტერ იუნაიტედს”. ინგლისური კლუბები იკავებენ მომდევნო ორ ადგილსაც, “ბარსას” შემდეგ საუკეთესო ესპანური გუნდი კი მადრიდის “რეალია”, რომელიც მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მონაცემები დათვლილია 21-ე საუკუნის გასული ნაწილის (2001-2010 წლების) მიხედვით. აღსანიშნავია, რომ “ბარსამ” პირველობა მიმდინარე წელს მოიპოვა, 2009 წელს იგი მხოლოდ მეორე იყო “მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ. უფრო კონკრეტულად, “ბარსა” ცხრილს სათავეში 21-ე საუკუნის დაწყებიდან 9 წლისა და 9 თვის თავზე მოექცა. ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო კატალონიელები მოიპოვებდნენ საუკეთესოს წოდებას, თუ ინგლისელები. სხვა კლუბებს ამის შანსი არც ჰქონიათ. როგორც ხედავთ, გამარჯვებული, საბოლოოდ, “ბარსელონა” გამოვიდა, რომელმაც 21-ე საუკუნეში უკვე მოასწრო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის, 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატის, ერთხელ საკლუბო მუნდიალის, ერთხელ უეფას სუპერთასის, ერთხელ ესპანეთის თასისა და 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასის მოგება. გარდა ქულებისა, 21-ე საუკუნეში, ევროპის მასშტაბით, “ბარსა” ტიტულებშიც შეუდარებელია.

აქვე გთავაზობთ გასული დეკადის ევროპის 10 საუკეთესო კლუბს და ასევე, საუკეთესო 850-ს შორის მოხვედრილ ქართულ გუნდებსაც:

# კლუბი ქვეყანა ქულა
1 ბარსელონა ესპანეთი 2459
2 მანჩესტერი ინგლისი 2436
3 ლივერპული ინგლისი 2362
4 არსენალი ინგლისი 2348
5 ინტერი იტალია 2275
6 მილანი იტალია 2237
7 ბაიერნი გერმანია 2231
8 რეალი ესპანეთი 2168
9 ჩელსი ინგლისი 2165
10 რომა იტალია 1965
       
143 დინამო თ.   651,5
248 ვიტ ჯორჯია   460,5
284 ზესტაფონი   423,0
346 ოლიმპი   355,0
364 ლოკომოტივი   338,0
412 სიონი   299,5
437 ტორპედო   275,5
541 ამერი   206,5
590 დინამო ბ.   175,0
691 კოლხეთი   127,0
712 ბორჯომი   119,0
786 დილა   93,5
798 სპარტაკი ც.   90,5
809 ბაია   86,0
824 მერანი   82,5
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward