workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის განხილვა. ჩემი თვალით დანახული „ელ-კლასიკო“

მატჩის განხილვა. ჩემი თვალით დანახული „ელ-კლასიკო“

გუშინ გამართულ დაპირისპირებაში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “კამპ ნოუს” სტადიონზე უმასპინძლა მადრიდის “რეალს” და 39 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა (1-2).

მატჩი, რა თქმა, უნდა წუთიერი დუმილით დაიწყო – მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის ჰოლანდიელი ლეგენდა იოჰან კრუიფი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მატჩის მე-14 წუთზე ფეხზე წამომდგარმა პუბლიკამ ტაშით მიაგო პატივი იოჰან კრუიფის ხსოვნას, ვინაიდან ჰოლანდიელი სწორედ 14 ნორმიანი მაისურით ასპარეზობდა.

რაც შეეხება მატჩს, უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმი “ბარსელონას” სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ლუის სუარესმა ნეიმარის ჩინებული პასი ვერ გამოიყენა და ბურთი კარში ვერ გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ არც ბრაზილიელი ბრწყინავდა გუშინდელ მატჩში, მან უამრავი არაზუსტი პასი გააკეთა და უფრო მეტიც, მისი გადაცემების მხოლოდ 58% იქნა ზუსტად განხორციელებული, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხერარდ პიკეს მიერ გატანილი გოლი სწორედ ნეიმარის ზუსტ ჩაწოდებას მოჰყვა.

საბოლოო ჯამში “ბარსელონას” სამხრეთამერიკულმა ტრიომ გუშინდელ მატჩში ღირებული ვერაფერი შექმნა და შესაბამისად გოლის გატანაც ვერ მოახერხა. ლიონელ მესის შერკინებამ კაზემიროს წინააღმდეგ ვერანაირი შედეგი ვერ მოუტანა კლუბს, ვინაიდან ბრაზილიელმა საყრდენმა დაცვის ხაზში უშეცდომოდ ითამაშა და მეტოქე კლუბის ფეხბურთელებს არ მისცა საშუალება ისევე ენავარდათ “თეთრების” საჯარიმოში, როგორც ეს გასული წლის ნოემბერში მოხდა.

“ბარსელონას” გუშინდელ მატჩში გამოჩნდა ნახევარდაცვის ძლიერი მხარეებიც, პირველი ტაიმის საწყის 30 წუთში “ბარსელონას” სრული უპირატესობა ბურთის ფლობის სტატისტიკითაც კარგად ჩანს. შესანიშნავად გამოიყურებოდა ანდრეს ინიესტა, რომელიც პირველ ტაიმში ბრწყინავდა, თუცმა მეორე ტაიმში მცირე ჩავარდნები მასაც აღენიშნებოდა. რაც შეეხება ივან რაკიტიჩს მან ერთ-ერთი კარგი მატჩი ჩაატარა “ბარსას” რიგებში, ზუსტი და მოკლე პასებით მეტოქე ფეხბურთელებს შორის სივრცეს კარგად ხედავდა და ცდილობდა შეტევის რამდენიმე მხრიდან წარმართვას. რაც შეეხება სერხიო ბუსკეტსს, იგი შესანიშნავად ეხმარებოდა მცველებს და დაზღვევაზე ბრწყინვალედ ასპარეზობდა.

რა შეიძლება ითქვას დაცვაზე? ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი მატჩი ბოლო 3-4 წლის მანძილზე, სადაც დაცვამ შესანიშნავად იასპარეზა, თუმცა კლუბმა მაინც მარცხი იწვნია. ბრწყინვალე იყო დანი ალვეში, რომელიც რონალდუს გასაქანს არ აძლევდა და შეტევაშიც ბრწყინვალედ ერთვებოდა, თუმცა ბოლო მომენტში ბრაზილიელს დაღლა შეეტყო და რონალდუმაც შეძლო გოლის გატანა. რაც შეეხება ალბას, პირველ ტაიმში ლუის ენრიკეს დავალებით იგი ცენტრის ხაზს არ სცილდებოდა, ვინაიდან მას მხოლოდ გარეთ ბეილის აყვანა ევალებოდა და არა შეტევაში ჩართვა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ენრიკემ ზონები გაუხსნა ბეილს და ალბა შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა, რის შემდეგაც ვერ ასწრებდა ჩამოსვლას და ბეილს კარგი შანსი ქონდა წინ გაქცევის, სწორედ ბეილის ჩაწოდებით გავიდა ორივე გოლი კატალონიელთა კარში. ცენტრალურ მცველებს ნამდვილად კარგი მატჩი გამოუვიდან თუ არ ჩავთვლით 2 გაშვებულ გოლს, სადაც მათი ბრალი ალბათ მინიმალურია. ძალიან კარგი იყო მასკერანო, რომელსაც თავადვე აჰქონდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში და მალევე ბრუნდებოდა დაცვაში. რაც შეეხება პიკეს, იგი ბრწყინვალედ გამოიწყურებოდა და ალბათ “ბარსას” მხრიდან საუკეთესოც კი იყო, პიკემ გაიტანა რა გოლი და იყო დაცვაში ძალიან დამაჯერებელი.

ნუ, რა უნდა ითქვას კლაუდიო ბრავოზე, რომელმაც პირველ მომენტში ვერ მოახერხა ბენზემას დარტყმულის აღება, ამ მომენტში მას არანაირი შანსი არ ჰქონია. თუმცა, რონალდუს გოლის ეპიზოდში კამათი შეიძლება, როდესაც პიკეს ნაცვლად თვითონვე ეცადა რონალდუსთვის შეეშალა ხელი. პორტუგალიელმა ალვეში “მოტეხა” და ფეხებშუა გაუტარა ბურთი ჩილელ კიპერს, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ბევრი საუბრებია გუშინდელ მატჩზე, ვინაიდან ეს მატჩი რაღაც მხრივ კრუიფის ხსოვნას ეძღვნებოდა კლუბი ვალდებული იყო გაემარჯვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე ნამდვილად არ არის. ადვილი მისახვედრია, რომ “რეალს” გამარჯვების მეტი წყურვილი და ამბიცია ჰქონდა, ვიდრე “ბარსელონას”, რომელსაც 2 დღეში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩი აქ ჩასატარებელი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ და სურს დაამსხვრიოს მითი იმის შესახებ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 2-ჯერ არავის არ მოუგია.

“ბარსელონა” პრიმერა დივიზიონის ცხრილის სათავეში იმყოფება და 6-7 ქულიანი სხვაობით ამარცხებს მადრიდულ გრანდებს, ამასთან ერთად კოპა დელ რეის ფინალშია გასული და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მატჩს ატარებს საკუთარ კედლებში. კატალონიური კლუბი მწვერვალზე იმყოფება და ამ ერთი მარცხით მისი იმიჯი, რასაკვირველია, არ უნდა შეილახოს, ჯერ ხომ ყველაფერი წინაა.

…და, სტატიის ბოლოს მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებს მინდა მივულოცო, მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • NJR11
    schedule 21 აპრ 2016, 20:29
    #29

    რაც მართალია მართალია ღირსეულად წავაგეთ,ინიესტა ხომ იყო გასაგდები ხელი რო მიარტყა ბურთს და ყვითელი რო მისცა მსაჯბა,100% წითელი იყო და რო გაეგდო ინიესტა მერე იმ პენალტს ვინ აიკიდებდა ხელზე რომ მოხვდა ბარსას რო არ დაუდო პენალტი როიძახიტ პენალტი იყოო,როდესმე ხომ უნდა წავაგოტ აბა სულ ხომარ მოვიგებტ ცოდვაა რეალიც :D:D:D:D:D:D

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 04 აპრ 2016, 12:11
    #28

    ასეთი სტატიები რომ დადოთ Yველა მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ კარგი იქნება. ყოჩაღ ავტორს რომ არ დაიზარა. სუპერ.

  • inga
    schedule 04 აპრ 2016, 11:38
    #27

    crying

  • tiery henry 14
    schedule 04 აპრ 2016, 02:01
    #26

    ეგ მსაჯობა ყოველთვის პრობლემაა ესპანეთში. ელ კლასიკოში ასეთი მსაჯი როგორ დანიშნეს, ამაზე გაცილებით უკეთესები არიან

  • abra
    schedule 03 აპრ 2016, 22:47
    #25

    ციტატა: ლიონელი
    ამ მსაჰს შიგ აქვს 2 პენალტი არ დადო და 10 სახიფათო ჯარიმა


    ჯერ ერთი პენალი არ იყო, მერე კიდევ, ეს წაგება შეილება ტიტულების მომტანი იყოს. კაკვეტილი იყო ეს ძალიან კარგი, და თან მსაჯებთან რეალს უფრო მეტი პრეტენზიები ქონდეს

  • ლიონელი
    schedule 03 აპრ 2016, 21:41
    #24

    კი ძმა მსაჯს ჰიგ აქვს

  • ლიონელი
    schedule 03 აპრ 2016, 21:40
    #23

    ამ მსაჰს შიგ აქვს 2 პენალტი არ დადო და 10 სახიფათო ჯარიმა

  • Johan Cruyff 14
    schedule 03 აპრ 2016, 21:18
    #22

    მთავარია ტიტულები მოვიგოთ და 39 მატჩში ერთხელ წააგებს გუნდი აბა რა იქნება wink

  • Lasha71
    schedule 03 აპრ 2016, 21:11
    #21

    რეალს კარგი ავტობუსი, რომ ჰყავს რით ვერ გაიგეს?!
    რამდენჯერაც პირველ ნომრად სცადეს თამაში იმდენჯერ ყბაში მოხვდათ. გუშინ რეალმა კვლავ აღიარა რომ ბარსელონა უნდა იყოს მოედანზე პირველ ნომრად, ჩააყენა ორსართულიანი ავტობული და მიაღწია შედეგს. მართალია ბარსელონაც უმოტივაციოდ გამოიყურებოდა და მსაჯმაც საოცრებები აკეთა, მაგრამ სხვანაირად რეალი ვერ იგებს უკვე 10 წელია თითქმის fan