24 წლის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც “ბეტისის” ღირსებას იჯარის წესით იცავს, კატალონიელთა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ელის.
მოგეხსენებათ, 2015-2016 წლების სეზონის პირველი ნახევარი მარტინ მონტოიამ “ინტერში” გაატარა. “ბარსელონა” მილანელებს არენდის ნაადრევად შეწყვეტაზე შეუთანხმდა და ზამთარში ესპანელი “ბეტისის” რიგებში გაუშვა.
“თუ “ბარსელონა” ჩემი დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავს, რატომ არ უნდა დავრჩე “ბეტისში”? – ამბობს მარტინ მონტოია.
“ვნახოთ, რას გადაწყვეტენ კატალონიელები: ჩემ გაყიდვას თუ განათხოვრებას. ბარსელონაში ივლისში დავბრუნდები და შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება. ჩემი ხელშეკრულება კიდევ ორი წელია ძალაში, ასე რომ, არ ვიცი, რა იქნება მომავალში”, – განაცხადა ესპანელმა მცველმა.
აღსანიშნავია, რომ “ბეტისის” მაისურით მონტოიამ ჯერჯერობით ექვსი მატჩი ჩაატარა.