29 წლის მცველის განცხადებით, ესპანელ სპეციალისტს ინგლისში მუშაობა არ გაუჭირდება.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და სამწვრთნელო კარიერას “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს, სადაც მანუელ პელეგრინის შეცვლის.
ჟერარ პიკე, რომელიც თავის დროზე პეპის “ბარსელონაში” ერთ-ერთი მთავარი მცველი იყო, მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი დამრიგებლისთვის გერმანიის ჩემპიონატზე უფრო იოლი ინგლისის იქნება.
“პრემიერ ლიგა ბუნდესლიგაზე მარტივი ჩემპიონატია. მანჩესტერში წარმატების მისაღწევად გვარდიოლას ყველაფერი გააჩნია”, – განაცხადა პიკემ.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე “მან.სიტის” გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ამ დროისთვის გუნდი მეოთხე პოზიციას იკავებს და მეხუთე და მეექვსე ადგილოსნებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.