დანიელი ყოფილი ფეხბურთელი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ურჩევს, თავის ახალგაზრდა თანამემამულეს ყურადღება მიაქციონ.
მიკაელ ლაუდრუპი მიიჩნევს, რომ კრისტიან ერიქსენი, რომელიც ამჟამად ლონდონის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს, საკმარისად ნიჭიერი მოთამაშეა იმისათვის, რათა “ბარსელონაში” თამაში შეძლოს.
“მინდორზე კრისტიანი ბრწყინვალედ ხედავს სივრცეს და გოლის ალღო აქვს. შეიძლება, ის მსოფლიოს უსწრაფესი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ძალიან სწრაფად ფიქრის უნარი გააჩნია. ეს მას სხვებისგან განასხვავებს”, – აცხადებს მიკაელ ლაუდრუპი.
“ერიქსენი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომლებიც დღევანდელ “ბარსელონას” შეესაბამებიან. შეიძლება, ითქვას, რომ მომდევნო სეზონში ის კატალონიელთათვის იდეალური იქნება, რადგან უკეთესად პროგრესირდება”, – დაასრულა დანიელმა.
შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, 24 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 24 მატჩში ხუთი გოლი და რვა საგოლე გადაცემაა.