workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ლაპორტისთვის ბრძოლაში მარცხდება

“ბარსელონა” ლაპორტისთვის ბრძოლაში მარცხდება

“ბილბაოს” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი აიმერიკ ლაპორტი, რომელიც “ბარსელონას” მთავარი სამიზნეა, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

“ბარსელონა” ლაპორტის შეძენით ჯერ კიდევ იმ დროიდანაა დაინტერესებული, როდესაც გუნდს პეპ გვარდიოლა წვრთნიდა. როგორც ჩანს, კატალონიელ სპეციალისტს ბასკი მცველის მიმართ ინტერესი არ განელებია. ცნობილია, რომ ის, მომდევნო სეზონში, “სიტის” ჩაიბარებს და მანჩესტერელებმა 21 წლის ფეხბურთელის შეძენაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს.

ესპანური პრესის ცნობით, “ქალაქელებმა” თავად ლაპორტთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახლა კლუბებს შორის მოლაპარაკებებია დარჩენილი. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward