ჟოსეპ გვარდიოლა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ისტორიაში “ოქროს ასოებით” ჩაიწერა და კლუბში წარუშლელი კვალი დატოვა ამაში ეჭვი დღესაც არავის ეპარება. ესპანელმა სპეციალისტმა 2008-2012 წლებში “ბლაუგრანას” გულშემატკივარს ბევრი ლამაზი მომენტი აჩუქა..
თუმცა მისი მოღვაწეობის პერიოდში იყო წარუმატებლობებიც, მაგალითად 6 წარუმატებელი ტრანსფერი:

6. იბრაჰიმ აფელაი (2011-2015): პერსპექტიული “ბიჭუნა”, რომელმაც “ბარსელონაში” სამი სეზონი ითამაშა, ჩაატარა 35 შეხვედრა და გაიტანა 2 გოლი, მის სანაცვლოდ “ბარსამ” 3 მილიონი ევრო გადაიხადა. 29 წლის აფელაიმ კლუბი 2015 წელს უფასოდ დატოვა და “სტოკ სიტიში” გადავიდა.

5. დიმიტრი ჩიგრინსკი (2009-2010): უკრაინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “ბარსელონამ” 25 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ჩიგრინსკიმ კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაატარა.

4. მარტინ “გაუგებრობა” კასერესი (2008-2011): პეპ გვარდიოლას მხოლოდ 23 შეხვედრა დასჭირდა იმისათვის რათა გაეგო, რომ ეს ფეხბურთელი “ბარსას” არ სჭირდებოდა მის სანაცვლოდ 16.5 მილიონი ევრო დაიხარჯა.

3. ალექსანდრ გლები (2008-2012): “ბარსელონამ” ბელორუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადა, მან კლუბში 36 მატჩი ჩაატარა, თუმცა “ბარსელონა” უფასოდ დატოვა.

2. კეირისონი (2009-2014): ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2009 წელს 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კლუბი 2014 წელს დატოვა, მას არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია “ბარსას” მაისურით.

1. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2009-2011): გაუგებარია, როდესაც ატარებ 45 შეხვედრას კლუბის მაისურით, შენს სანაცვლოდ თითქმის 70 მილიონ ევროს იხდიან, 22 გოლი კი ვერ გშველის…
ibra ar unda,gaehvat
აფელაის ტრამვები არ მიეღო ნახავდით რა ბიჭი გაიზრდებოდა !
ახლანდელი ბარსელონას ბურთსაც აგორავებს და მეორე ნომრადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება ჯერ ჯერობით
ეს ძროხის ფოტო რაპონტია 😀 😀
ზოგჯერ როგორ მიშლიდა ნერვებს ამ ადამიანის საფეხბურთო ტაკტიკა…აგებდა გუნდი და სულელებივით დააგორავებინებდა ბურთს თითქოსდა დაგინებული ქონოდა
აუ ჩიგრინსკი თასზე რო წაგვაგებინა სევილიასთან
იბრა არ უდა გადმოეყვანათ ეტო 10 თავით მერცივნა მე პირადად
კეი რისონი რად უნდოდათ არც უთამაშია
Luis Enrique Mainc Mgelia…
Ra didi wvlili mas ar miudzghvis….
Movida tu ara kacma tripleta dado …
Da albat didi varaudit welsac chvenia triple.
არმესმიის ბარსაში ტიკიტაკას დანერგვაას გვარდიოლას რატომ მიაწერენ მე მახსოოვს ვანგაალის ბარსაც ტამაშობდა ტიკიტაკას და სწორედ ვანგაალმა დანერგა ტიკიტაკას ტექნიკა ბარსაში და ჩემიაზრიით ლუჩოს ბარსა უფრო ძლიერია ვიდრე გვარდიოლას ბარსელონა