workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ნეიმარის ოლიმპიადაზე გაშვება არ უნდა

“ბარსელონას” ნეიმარის ოლიმპიადაზე გაშვება არ უნდა

კატალონიელებს თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის ოლიმპიურ თამაშებზე წასვლა არ სურთ.

ალისონი, ჟოაო მირანდა და ნეიმარი – ეს ის სამი 23 წელს გადაცილებული მოთამაშეა, რომლის ოლიმპიადაზე წაყვანაც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას უნდა.

UOL Esporte-ის ინფორმაციით, ამ ტურნირზე “ბარსელონას” ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების შემთხვევაში, ნეიმარს ესპანეთის სუპერ თასის მატჩების გამოტოვება მოუწევს, სადაც დიდი ალბათობით, “ბლაუგრანა” ერთ-ერთი მონაწილე გუნდი იქნება.

მოსალოდნელია, რომ კატალონიელები ბრაზილიელებისთვის მთელი რიგი მოთხოვნების წაყენებას გეგმავენ, რათა თავიდან აიცილონ ნეიმარის ზედმეტი ძალების დახარჯვა ოლიმპიადაზე.

Sambafoot-ზე დაყრდნობით, თავად ნეიმარს ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება და თავისი ქვეყნისთვის ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედლის მოპოვება სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward