“რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მადრიდულ კლუბს აკრიტიკებს და ხაზს ესპანურ ფეხბურთში “ბარსელონას” დომინირებას უსვამს.
“ესპანეთში, “ბარსელონასთან” ბრძოლა გიწევს, ეს გუნდი კი თამაშის თავისი სტილით გამოირჩევა. “რეალი” მწვრთნელს წელიწადში ერთხელ იცვლის და ყველაფერს თავიდან იწყებს. სწორედ ამიტომ, ბოლო 7 ჩემპიონატიდან 5 “ბარსელონამ” მოიგო, ხოლო მადრიდულმა გუნდებმა – თითო.
ესპანეთის თასის ბოლო 8 გათამაშებიდან “ბარსელონა” ფინალში 6-ჯერ გავიდა. ამ გუნდმა 2-ჯერ მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე “რეალმა” ამჟამინდელი პრეზიდენტის დროს.
ვფიქრობ, საქმე სტაბილურობაშია, რაც წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია.
პერესმა, ბიზნესში, წარმატებით იმუშავა. თუმცა, საფეხბურთო კუთხით პრობლემა ისაა, რომ “ბარსელონა” მოგებებს განაგრძობს. პერესი ცდილობს რამე შევალოს, მაგრამ “ბარსელონა” როგორც იგებდა, ისევე განაგრძობს მოგებას.”