მოსკოვის ცსკა კიდევ ერთი გუნდია, რომელსაც ახალი სტადიონის გახსნა “ბარსელონასთან” თამაშით სურს. ამ განცხადებას რუსული კლუბის პრეზიდენტი ევგენი გინერი აკეთებს.
“მშენებლები სტადიონს უახლოეს მომავალში ჩაგვაბარებენ. სავარაუდოდ, თებერვლის დასასრულს, მარტის დასაწყისში. ძალიან მინდოდა, ამ არენაზე, “სპარტაკთან”, დერბი გვეთამაშა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შეუძლებელია.
ზაფხულში, ამხანაგური მატჩი, კონცენტრი და სტადიონის ოფიციალური გახსნა იქნება. მინდა, მეტოქე “ბარსელონა” ან “ჩელსი” იყოს, მაგრამ არ ვიცი, რა გეგმები აქვთ ამ კლუბებს.” – განაცხადა გინერმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი არენის “ბარსელონასთან” მატჩით გახსნის სურვილი ინგლისურ “ვესტ ჰემსაც” აქვს.