workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ინგლისში “ბარსას” ფეხბურთელს არ წაიყვანს

გვარდიოლა ინგლისში “ბარსას” ფეხბურთელს არ წაიყვანს

მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” ხოსეპ გვარდიოლა უხელმძღვანელებს, აქედან გამომდინარე, ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ შეიძლება, ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისში “ბარსელონას” რომელიმე მოთამაშე მიიწვიოს.

როგორც ცნობილია, “მან.სიტის” ხელმძღვანელობა ტრანსფერებისთვის სოლიდურ თანხებს გამოყოფოს. თუმცა, პეპი და კლუბის დირექტორები, ინსტიტუციონალური კონფლიქტებისგან თავის არიდების მიზნით, “ბარსელონას” ფეხბურთელების გადაბირებას არ შეეცდებიან მანამ, სანამ თვითონ “ბარსა” არ გაიყვანს ვინმეს სატრანსფერო ბაზარზე.

ინგლისურ პრესაში არსებობდა ინფორმაცია, ლიონელ მესის, ლუის სუარესის, ნეიმარისა და კლაუდიო ბრავოს მანჩესტერში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა საამისო ნაბიჯები არ გადადგმულა. პეპმა იცის, რომ “ბლაუგრანას” ტრიოდან რომელიმეს გადაბირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მისთვის ბრწყინვალე ვარიანტი იქნებოდა სერხიო ბუსკეტსიც, მაგრამ სავარაუდოდ, “სიტი” არც მის გადაბირებას შეეცდება.

“მანჩესტერ სიტიში” კვლავ გრძელდება მსჯელობა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 250 მილიონი ევრო. “ბარსელონას” კი შეუძლია, მშვიდად იყოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward