“ბარსელონამ” ესპანეთის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში “ვალენსია” 7–0 გაანადგურა. დღეს დილით კი გუნდმა აღდგენითი ვარჯიში გამართა.
ვარჯიშს პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე, ასევე “ბარსა ბ”–ს რამდენიმე ფეხბურთელი: სამპერი, გუმბაუ, კაპტუმი და დანი რომერა ესწრებოდნენ.
“ბარსელონას” ფეხბურთელებს სავარჯიშო ბაზაზე “ლივერპულის” ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი ესტუმრა. იგი ვარჯიშს დაესწრო და ფეხბურთელებს მიესალმა. განსაკუთრებით ყოფილი თანაგუნდელები: ხავიერ მასკერანო და ლუის სუარესი მოიკითხა.
აქვე გეტყვით, რომ “ბარსას” 7 თებერვალს ლა ლიგის 23–ე ტურში “ლევანტე” უმასპინძლებს. ფეხბურთელები აღნიშნულ შეხვედრამდე კიდევ ორ სავარჯიშო სესიას გამართავენ.




ხო ივარჯიშეთ ძაან რთული მეტოქეა წინ "ლევანტეს სახით"!

ეს ნეიმარი რა სულ უნდა ცანცარებდეს!
au weiqca saitii!!
ხალხო დღეს ვნახე სეტანტაზე კვირას 3-ზე ბარსელონა ლევანტე არის პროგრამაში და მართალია?