ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი “ბარსელონას” ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საუბრობს. მისი თქმით, მან არგენტინელის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როდესაც ლეო 17 წლის იყო, ეს კი რონალდინიოს დამსახურებაა.
“წლების წინ, “ბარსელონა” ლოს-ანჯელესში ჩამოვიდა. ჩემ მეგობარს, რონალდინიოს ვესაუბრებოდი, რა დროსაც მან მითხრა: “კობი, მინდა გაგაცნო ბიჭი, რომელიც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”. მე ვუპასუხე: “რა? საუკეთესო შენ ხარ”. მან კი მითხრა: “არა, არა. საუკეთესო ეს ბიჭი იქნება”. ის ბიჭი 17 წლის ლეო მესი იყო.”