ვიგოს “სელტას” მთავარი მწვრთნელი ედუარდო ბერიცო აცხადებს, რომ ის მისი გუნდის ლიდერის, ნოლიტოს “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” და “სელტა” ნოლიტოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მართავენ და შესაძლოა, ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში მიმდინარე კვირის ბოლომდე გადავიდეს.
“კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემთვის, ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. ნოლიტოსთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორები სიახლე არაა და მსგავს კითხვას პირველად არ ვპასუხობ. თუ ის “სელტადან” მართლაც წავა, მისი შემცვლელი უნდა მოვძებნოთ.”