კატალონიის “ბარსელონას” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა “ტვიტერზე” განცხადება გააკეთა.
ყველასთვის ცნობილია, რომ გარი ლინეკერი ლიონელ მესის დიდი გულშემატკივარია. მას არაერთხელ გამოუთქვამს სიმპათია მესის მიმართ. ამჯერად ლინეკერმა ეს “ტვიტერის” მეშვეობით მოახდინა.
“2015 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებული ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.” – წელს ლინეკერი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ “ოქროს ბურთი” მეხუთედ მოიგო და ეს მსოფლიო რეკორდია.