workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “ოქროს ბურთის” წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მას მესი აიღებს”

ვენგერი: “ოქროს ბურთის” წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მას მესი აიღებს”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი “ოქროს ბურთთან” დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ჯილდოს ლიონელ მესი იმსახურებს.

“ოქროს ბურთის” დიდი მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ მას აუცილებლად ლეო მესი აიღებს. ამ ჯილდოს დიდი გულშემატკივარი არ ვარ.

ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებული “ბარსელონას” ფეხბურთელი უნდა გახდეს და თუ არჩევანს მათ შორის გავაკეთებთ, მაშინ პრიზი მესიმ უნდა მიიღოს.” – განაცხადა ვენგერმა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოება დღეს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. პრიზისთვის ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward