“ბეტისის” მთავარი მწვრთნელი პეპე მელი, “ბარსელონასთან” დღეს გასამართი დაპირისპირების წინ, კომენტარს აკეთებს. 52 წლის სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი შეეცდება კატალონიელებს პრობლემები დაცვაში შეუქმნას.
“მიგვაჩნია, რომ “ბარსელონასთვის” პრობლემების შექმნის საუკეთესო საშუალება ისაა, რომ კატალონიელებმა საკუთარი კარის დაცვაზე იფიქრობ. 90 წუთი დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთია და საკუთარი კარისკენ მეტოქემაც უნდა გაიხედოს. ჩვენ არსენალში ამისთვის საჭირო იარაღი მოიძებნება.”