workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: “სხვა გუნდებზე ცუდი შედეგი არ გვიჩვენებია”

სკოლარი: “სხვა გუნდებზე ცუდი შედეგი არ გვიჩვენებია”

ჩინური “გუანჩჟოუს” მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი “ბარსელონასთან” წაგების შემდეფ კომენტარს აკეთებს. ბრაზილიელის თქმით, მის შეგირდებს იმაზე ცუდი შედეგი არ უჩვენებიათ, რასაც სხვა გუნდები კატალონიურ გუნდთან აჩვენებენ ხოლმე.

“ბარსელონასთან” 0:3 წავაგეთ და ეს შედეგი არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც სხვა დიდი გუნდები კატალონიელებთან აჩვენებენ. ჩემ გუნდს მადლობას ვუხდი იმისათვის, რაც მან გააკეთა.

“ბარსელონა” თავისი ორი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა, მაგრამ ამ გუნდის სტილი და კლასი ეჭვქვეშ არ დამდგარა. ეს სკოლაა და ჩვენ ეს ვიცოდით. კატალონიელებს ყოველთვის ჰყავდათ გუნდი, რომლის ყურებაც მსიამოვნებდა. “ბარსელონა” ჩვენი წაგების მიუხედავად ძალიან მომწონს. მომხდარისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ.

როდესაც მესი არ თამაშობს, იმედი გიჩნდება, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, “ბარსელონას” უმაღლესი დონის 26-28 მოთამაშე ჰყავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward