workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: “ბარსელონას” პატივს ვცემ, მაგრამ…”

სკოლარი: “ბარსელონას” პატივს ვცემ, მაგრამ…”

ჩინური “გუანჩჟოუს” მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი “ბარსელონათან” დღეს გასმართი დაპირისპირების წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას მოგების იმედი აქვს.

“ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თუმცა, ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეები გვაქვს. ჩვენ მონდომებული და ჭკვიანი გუნდი გვყავს და კარგ მატჩს ჩავატარებთ. გამოცდილი გუნდი გვყავს. აზიის ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და “ამერიკა” უკვე დავამარცხეთ. “ბარსელონას” პატივს ვცემ, მაგრამ საკუთარ გუნდში დარწმუნებული ვარ.

მესი და ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედიან. რაც შეეხება ნეიმარის არყოფნას – ნებისმიერი სხვა გუნდისთვის ეს პრობლემა იქნებოდა, მაგრამ “ბარსელონაში” მაღალი დონის კიდევ 25 თუ 26 ფეხბურთელი თამაშობს. ასე რომ, კატალონიელებისთვის ეს დიდი პრობლემა არაა.

2004 წელს “ბარსელონას” ჩაბარება შემეძლო, მაგრამ მაშინ პორტუგალიის ნაკრებში ვმუაობდი და კონტრაქტი 2 წლის შემდეგ მიმთავრდებოდა. იმ დროს გუნდიდან წასვლა არაეთიკური იქნებოდა. “ბარსელონათი” აღფრთოვანებული ვარ. თუმცა, რაც მოხდა მოხდა. ცხოვრება გაგრძელდა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward