workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “ახლა მხოლოდ “გუანჩჟოუსთან” თამაშზე ვფიქრობთ”

ბუსკეტსი: “ახლა მხოლოდ “გუანჩჟოუსთან” თამაშზე ვფიქრობთ”

“ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მიიჩნევს, რომ ახლა წარსულზე ფიქრის დრო არაა, რადგან გუნდს წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ელის.

“ამ ეტაპზე ჩვენთვის მხოლოდ “გუანჩჟოუ” არსებობს. “ბარსელონა” იაპონიაში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ტიტული მოიგოს. თავს იმაზე ფიქრის უფლებას ვერ მივცემთ, რაც უკვე მოხდა.

უპირველესად, საჭიროა განსხვავებულ სასაათო სარტყელს შევეგუოთ. შემდეგ კი, ჩინური გუნდი უნდა დავამარცხოთ.

ვიცით, რამდენად რთულია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოხვედრა. ამისთვის საჭიროა, რომ ევროპის საუკეთესო კლუბი იყო.

“გუანჩჟოუსთან” თამაში რთული იქნება. მეტოქეზე ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა, ჩვენთვის ცნობილია ჩინელთა მწვრთნელი – სკოლარი. ასევე ვიცით, რომ გუნდში ბრაზილიელები თამაშობენ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward