workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: “ბარსელონასთან” მოგება შეუძლებელი არაა”

სკოლარი: “ბარსელონასთან” მოგება შეუძლებელი არაა”

ჩინური გუანჩჟოუს მთავარი მწვრთნელი, ცნობილი ბრაზილიელი სპეციალისტი ლუის ფელიპე სკოლარი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში “ბარსელონასთან” გასამართ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

“საფეხბურთო მატჩი 90 წუთი გრძელდება. ნახევარფინალში გასვლა ძალიან გვინდოდა, რის გამოც სარისკო ცვლილებები გავაკეთე. დღეს ამან იმუშავა. სხვა დროს, შესაძლოა, ასე არ ყოფილიყო. თუმცა, საკუთარ გუნდსა და მის შესაძლებლობებს ვიცნობ.

“ამერიკა” ფანტასტიკური ისტორიის შესანიშნავი გუნდია. თუმცა ჩვენ ამ გუნდის დამარცხება მოვახერხეთ. “ბარსელონასთან” ბრწყინვალე დაპირისპირების წინ ოცნება უნდა განვაგრძოთ. მოგება შეუძლებელი არაა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward