კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” თვალი “ფიორენტინას” თავდამსხმელს, ფედერიკო ბერნარდესკის დაადგა.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის წარმომადგენელი 21 წლის ბერნარდესკის უკვე დააკვირდა ევროპა ლიგის “ბაზელსა” და “ფიორენტინას” შორის გამართულ მატჩში.
“ბერნარდესკისადმი ინტერესი? დიახ, ვინტერესებით. ბაზელში იმიტომ ვიყავი, რომ “ბარსელონაში” ვმუშაობ და ძალიან კარგად ვიცნობ შვეიცარიული კლუბის სპორტულ დირექტორს.
ბერნარდესკი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის შესანიშნავია. მეტს ვერაფერს ვიტყვი. ის ნიჭიერი ახალგაზრდაა. საბედნიეროდ, იტალიაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია”, – აცხადებს “ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა.