ბოლო დროს “კლასიკოში” დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, “ბარსელონას” მიერ “რეალის” გუშინ დამარცხება გასაკვირი არ ყოფილა. ამის მიზეზი ისაა, რომ მადრიდელებს “ელ კლასიკოში” დბიუტანტი მწვრთნელი ჰყავდათ.
რაფაელ ბენიტესი “რეალის” ზედიზედ მე-5 დამრიგებელია, რომელმაც თავისი სადებიუტო “კლასიკო” წააგო.
ეს ტრადიცია 2008 წლის 14 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ხუანდე რამოსის “რეალმა” პეპ გვარდიოლას “ბარსასთან” 0:2 წააგო. შემდეგ იყო 2009 წლის 29 ნოემბერი, მანუელ პელეგრინი და “კამპ ნოუზე” “ბარსას” 1:0 მოგება. ამას 2010 წლის 29 ნოემბრის ისტორიული “კლასიკო” მოჰყვა – ჟოზე მოურინიოს “რეალმა” 0:5 წააგო. 2013 წლის 26 ოქტომბერს სადებიუტო “ელ კლასიკო” კარლო ანჩელოტიმ ჩაატარა, რომლის გუნდმაც 1:2 წააგო.
წინა 4 შეხვედრა “კამპ ნოუზე” გაიმართა. გუშინ კი, უკვე “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “ბარსელონამ” “კლასიკოში” დებიუტანტი ბენიტესის გუნდი 4:0 დაამარცხა.