რომის “ლაციოს” ნახევარმცველმა, ანტონიო კანდრევამ, შესაძლოა, კარიერა კატალონიის “ბარსელონაში” განაგრძოს. Il Messagero-ის ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან 28 წლის ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.
“ბარსელონა” რომ ნახვარმცველს ეძებს, ეს სიახლე არაა. არც კანდრევას სახელმა გაიჟღერა პირველად. თუმცა, თანხა აქამდე არ დასახელებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ლაციოს” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელ კანდრევას ფორმით უკმაყოფილონი არიან და მის გაყიდვას არ გამორიცხავენ. “ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა კი კანდრევას უკვე დიდი ხანია აკვირდება.