ესპანელი ექიმი ხოსე გონსალესი მადრიდის “რეალის” მცველის, მარსელოს ტრავმას მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს 21 ნოემბერს “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის მცირე შანსი აქვს.
“ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მარსელოა, მოედანს მცირე ტკივილის გამო არ დატოვებს. ფეხბურთელი ხვდება, რომ ის ნამდვილად ტრავმირებულია. ვუყურებ, რა შეემთხვა მარსელოს, ვფიქრობ, რომ საქმე სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს. ახლა ძნელია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენად სერიოზულთან. ჯერ მოცდაა საჭირო, რის შემდეგაც მას სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს. თუმცა, პირადად მე მიმაჩნია, რომ ის მინიმუმ 4 კვირას გამოტოვებს და “ელ კლასიკოში” თამაშს ვერ მოახერხებს.”
შეგახსენებთ, რომ მარსელომ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში, “პარი სენ ჟერმენთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავიდნვე ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონასთან” მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.