workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონამ“ გიუნდოგანის მიმართ ინტერესი განაახლა

„ბარსელონამ“ გიუნდოგანის მიმართ ინტერესი განაახლა

კატალონიის “ბარსელონას” კვლავ სურს დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის შეძენა. იტყობინება, Goal.

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა “ბორუსიასა” და “ვერდერის” დაპირისპირებას დაესწრო (3:1), სადაც ფეხბურთელს აკვირდებოდა. როგორც Goal იტყობინება, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებიან გერმანიის ნაკრების მოთამაშეს, რომლის შეძენა ადრეც სურდათ.

გიუნდოგანი “ბარსელონას” ინტერესის სფეროში პირველად 2013 წელს მოხვდა, თუმცა მაშინ 25 წლის გერმანელმა ტრავმა მიიღო და თითქმის ერთი წელი მოედნის გარეთ იყო. 

P.S ესეც ჩემი #3300 სიახლე ბარსამანიაზე! 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (51)

  • Voron
    schedule 04 ნოე 2015, 08:26
    #51

    თურანი ხომ გყვავს და გიუნდოგანი რაღად გვინდა?

  • messi…the world is yours
    schedule 03 ნოე 2015, 14:41
    #50

    ციტატა: Gio13
    დგეს რა გჯერავთ რეალი პსგ მე Oრიანი მგონია


    შედეგიანი ფრე მგონია

  • Gio13
    schedule 03 ნოე 2015, 14:37
    #49

    დგეს რა გჯერავთ რეალი პსგ მე Oრიანი მგონია

  • messi…the world is yours
    schedule 03 ნოე 2015, 14:26
    #48

    ციტატა: LUIS-SUAREZ
    ნახევარდაცვა: პერსპექტივა "ლა-მასიიდან"

    "ბარსელონა" მუდამ გამოირჩეოდა ნახევარმცველებით, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულები, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მსოფლიო დაიპყრეს "ტიკი-ტაკათი", რომლის მთავარი ბირთვიც სწორედ ნახევარდაცვაა. ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტას შეუდარებელი ტრიო ყველა თამაშში ცენტრის ხელისუფალნი იყვნენ. შემდგომში, მათ მხარი აუბეს ფაბრეგასმა და ტიაგო ალკანტარამაც, რომელთაც უკვე აღარ აცვიათ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური. ამ ზაფხულს უკვე 'მაესტრო' დაგვემშვიდობა კულეებს. დღეს უკვე ბარსელონას დიდი პრობლემები აქვს ნახევარდაცვაში. ინიესტა ვეღარაა ისეთი როგორც ადრე, რაკიტიჩს თუმცა პირველი წელი კარგი ჰქონდა მაგრამ წელს აშკარად მოუკლო და ბუსკეტსიც მარტო ვეღარ ართმევს ამდენ სამუშაოს თავს. იქნებ კვლავ გაუღიმოს ფორტუნამ "ბარსელონას", ვნახოთ რა სამომავლო პერპეკტივები გააჩნია მას ნახევარდაცვაში.
     
    სერხი რობერტო
    ალბათ ორი ან თუნდაც ერთი წლის წინ რომ დამეწერა მისი სახელი ამ ჩამონათვალში ბევრი დამცინებდა. თუმცა წლევანდელ სეზონში სერხიმ ყველა დაგვადუმა. უკვე 23 წლის ესპანელი ნახევრმცველი რომელიც ჩვეულებრივ საშუალოზე დაბალი დონის ნახევარმცველად ითვლებოდა და შანსი მხოლოდ სუსტ გუნდებთან იძლეოდა, წელს იგი უკვე "ბლაუნგარას" ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება. "ბარსელონას" ასტურიელმა დამრიგებელმა იგი "მკვდრეთით აღადგინა". ლუის ენრიკემ მას სეზონის დასაწყისშივე მიცა შანსი, ამას ისიც უწყობდა ხელს რომ ფეხბურთელების ხშირი ტრამვიანობის გამო ლუჩოს ფაქტიურად სხვა ვარიანტი არც ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც რომ მას თავითვის უჩვეულო პოზიციაზე მარჯვენა მცველად ასპარეზობა მოუწია, თუმცა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მისიას. ერთ კარგ თამაშს უკვე სგტაბილურად კარგი თამაშები მოაყოლა და აგერ უკვე ბოლო მატჩში საუკეთესოდაც დასახელდა. თავისი ელეგანტური საგოლე გადაცემით ხალხს ზიდანი გაახსენა. რობერტო უკვე იქცა წლევანდელ აღმოჩენად და შეაყვარა "კულეებს" თავი. ვნახოთ რას იზავს იგი მომავალში.

    სერხი სამპერი
    სერხი – 20 წლის ლა მასიელი, რომელიც ხალხმა უკვე მომავალ სერხიო ბუსკეტსად შერაცხა. სერხი მართლაც წააგავს თავის წინა მორბედს თამაშის სტილით. ამასთანავე მის თამშში უფრო კრეატიული ელემენტებიც შეინიშნება. სამწუხარო მისთვის ისაა რომ ლუის ენრიკე გუმბაუს უფრო ენდობა მასზე მეტად, რომელშიც პირადად მე( და ალბათ ბევრი) განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს თუმცა, მასზეც ნუ გავაკეთებთ წინასწარ დასკვნებს, ვინ იცის იქნებ ისიც სერხი რობერტოსავით მომავალში გაიხსნას. რაც შეეხება სერხი სამპერს იგი მართლაც მოიაზრება "ბლაუნგარას" მომავალი ნახევარდაცვის ერთ-ერთ ბურჯად.

    რაფინია ალკანტარა
    სანახაობრივი ბრაზილიელი ახლაგაზრდა, რომელმაც წინა სეზონიდან უკვე დაგვამახსოვრა თავი. ლუჩო მას საკმაოდ ხშირად აძლევდა შანს და ისიც იყენებდა. ტექნიკა, სისწრაფე, მოედნის ხედვა, მას ყველაფერი აქვს, რომ საკმაოდ მაღალი კლასის ნახევარმცველი დადგეს. ამასთანავე მისი ძმისგან განსხვავებით, მას "ბლაუნგარას" სიყვარული აქვს გულში და სულ ახლახან ახლა კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. წლევანდელი წელი საკმაოდ კარგად დაიწყო, შესანიშნავ ფორმაში იყო და ნახევარდაცვის მთავარ იმედადაც მოიაზრებდა ბევრი, თუმცა "რომასთან" მიღებულმა ტრავმამ იგი საკმაო ხნით დააშორა ფეხბურთს და სავარაუდოდ წლევანდელ სეზონში მის თამაშს ვეღარ ვიხილავთ. მაგრამ ყველას გვჯერა რომ რაფა დაბრუნდება იმაზე ძლიერი ვიდრე იყო და გაამართლებს ჩვენს იმედებს.

    დენის სუარესი
    ახალგაზრდა ესპანელი რომელიც უკვე მეორე წელია არენდით იმყოფება სხვა გუნდში. წინა წელი მან "სევილიაში" გაატარა, წელს კი "ვილიარეალის" შემადგენლობაში ასპარეზობს. ანდალუზიურ კლუბში უნაი ემერი მას ასე თუ ისე ხშირად აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას და მანაც რამდენიმე მატჩში მშვენიერი თამაშით თავი დაამახსოვრა როგორც სევილიელ, ისე კატალონიელ გულშემატკივარს. წელსაც ეძლევა მას შანსი "ყვითლებში" სადაც უკვე მოასწრო თავის გამოჩენა გოლით. სწრაფი, ტექნიკური, კარგი პასით, ესპანელი ბარსელონას უფრო დაეხმარება შეტევის წამოწყებაში. ვნახოთ შესაძლოა იგი მომავალ წელს დაბრუნდეს გუნდში და იმედია გაამართლებს ჩვენს მოლოდინს.

    ალენ ჰალილოვიჩი
    ალბათ ყველაზე პერსპეკტიული ნახევარმცველი 'ბლაუნგარასი'. ერთე-რთი საუკეთესო  ახლალგაზრდა ფეხბურთელი მესისეული დრიბლინგით, ინიესტასეული მოძრაობებითა და მოდრიჩისეული დარტყმით. ალენი წელს "სპორტინგის" რიგებში ასპარეზობს, სადაც უკვე მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა. ჰალილოვჩმა ბოლო მატჩშიც მოასწრო გოლის გატანა, თანაც გამარჯვების მომტანი, ამას გარდა "სპორტინგის" თითქმის ყველა შეტევა მისი დრიბლინგითა და პასით იწყება. თამაშიდან თამაშამდე იგი უფრო და უფრო უმატებს და აყვარებს ხალხს თავს თავისი თამაშით. თუ ალენი სწორად განაგრძობს განვითარებას სამომავლოდ მართლაც დიდი ფეხბურთელი დადგება. არაა გამორიცხული ახალგაზრდა ხორვატი მომავალ წელს დაბრუნდეს "ბარსელონაში".

    ესაა იმ ნახევრმცველთა სია რომელთაც შესაძლოა იხსნან "ბარსელონა" მომავალში. იმედი მაქვს "ბლაუნგარა" დაიბრუნებს საუკეთესო ნახევარდაცვის მქონე გუნდის სტატუსს


    კი გასაგებია აქ ვინც ჩამოთვალე ყველა ითვლება ბარსელონას პოტენციურ მომავლად ნახევარდაცვაში,მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად ანუ,მინიმუ 25 წლამდე უნდა განვითარდნენ უმაღლესი დონის შემსრულებლებთან, ბურთის ვირტუოზებთან და ბურთის ჯადოქრებთან. ბარსელონას არც თუ არგი შედეგები ვან გაალის დროს ზუსტად ის იყო რომ ვან გაალის ძალიან ახალგაზრდ ფეხბურთელებს ენდობოდა უკვე ადრეულ ასაკშივე მაგალითად ხავი და გაბრი (მაგრამ მერე გაბრი წავიდა და ხავი დარჩა)ანუ ამ ფეხბურთელებს ხვდა წილად ეტარებინათ მხრებზე ბარსელონას თამაში ნახევარდაცვაში,ეს არც თუ ისე ადვილია ბარსელონაში წარმართო თამაში ნახევარდაცვაში საკმაოდ ახალგაზრდ ასაკში,ხავიმ და გაბრიმ ეს მისია ბუნებრივად ვერ შეასრულეს იმიტომ რომ ლიგაზე გადამწყვეტი თამაშები რომ მოდიოდა იქ ვეშაპებთან უწევდათ თამაში და ვერ წაჩავდნენ,იქ დაჟე ტოტალური ფეხბურთის ფილოსოფიაც უძლური იყო და ამიტომ ვერ დადო ვან გაალმა ლიგა ბარსელონაში მაგრამ ყოველ წელს ფაქტიურად ახლოს იყო მასთან. ეხლა წარმოგიდგენიათ რა მოხდება ბარსელონამ რომარ ავინ იყიდოს და სიტყვაზე ჰალილოვიჩის და რაფიანის იმედზე ვიყოთ,ნუ გვარდიოლას ხელში მაქსიმუმ ლა ლიგას დავდებთ მაგრამ ლიგაზე ძალიან გაუჭირდებათ კიტებთად,ამიტომ არის საჭირო მათი ეტაპობრივად მოზმადება ძირითადისთვის მომავალში,უნდა დაიხვეწონ ნელ ნელა. ხავიმ რამდენ გენიალურ ფეხბურთელთან ერთად აგორავა ბურთი და რა დონის გენია დადგა მერე? ხავი განაგებდა მსოფლიო ფეხბურთს ნახევარდაცვაში ინისთან ერთად,მაგრამ მაინც ხავი იყო მწვერვალი.
    მე რობერტო მიმაჩნია ბუსის შემცვლელად ეს კაცი უმაღლესი დონის ფეხბურთს ითამაშებს კულეებო მაგის დროც მოვა მალე.ასევეა ჰალილოვიჩი,რაფინია,სამპერი,გ

  • messi woolk
    schedule 03 ნოე 2015, 14:22
    #47

    Au yanaze ra sicrueshi cxovrobs xalxi wink turme reali. Yvelaze titulovani klubi yopila evropashi. Kopa da la liga turme ragac bandziturmirebi yopila:D mere turme evroturnirebze yvelaze titulivani reali yopila lool da ra agmocnda bolos??? 😀 barsaa yopila turma evropis da evroturnirebis yvelaze titulovani:) da es samudamod ase iqneba:) barsa reals karga xania adzlevs pirshi da kidev bevrdjer miscems yes

  • cezo45
    schedule 03 ნოე 2015, 14:16
    #46

    2 თურქი უკვე მეტისმეტი იქნება გუნდში.გუარინი მინდა მე ნახევარდაცვას საკაიფოდ გააძლიერებს რაა..

  • messi…the world is yours
    schedule 03 ნოე 2015, 13:44
    #45

    ყანაზე ნახეთ მონების ფანები რა დღეში არიან? ჩუუუუუუუუუ მონების ფანებო ეხლა ბარსელონაა ბატონი და რეალი მისი მონა. ვისაც ფეხბურთი ესმის ის მიხვდება რომ დღეს ბარსელონა ველა დანარჩენ გუნდს აღემატება მინიმუმ ერთი საფეხურით,ერთადერთიდ გუნდი რომეწლიც მივა სათამაშო მანერით და დონით ბატონთან ეს არის ბავარია დღეს დღეობით დანარჩენები მონები არიან,რომლების თამაშის დროს ერთი მიზანი ამოძრავებთ გაიტანონ როგორმე გოლი და მონებივით დაჯდნენ დაცვაში. აგერ ნახავს ყველა თუ როგორ მოიჭიმება ბენიტესი თავისი მონური ტაქტიკით. მე წინა წელსაც ვუძახდი ვისაც ახსოვს ანჩელოტის რეალი ზუსტად იმ ტაქტიკით მოიჭიმება მეთქი როგორითაც მან ბავარია მოჭიმა და აუსრულა ეგ ნატვრა იუვემ,წელს ვიძახი ბენიტესის რეალი 1-2 ფინალშიც ვერ გავა,მორჩა ის დრო როცა შალკეებს და ხუიაკეებს ხვდებოდნენ,შეხვდება ძლიერი გუნდი და იმ მონურ დაცვას ბენიტეს დაახევენ იმ გასიებულ თავზე. ლა ლიგა თუ მოიგო კიდ ეეგ ბენიტესის მოებული არ იქნება ეგ იქნება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის,ესპანეთის სამსაჯო კომიტეტის და ესპანეთის სპროტული სამინისტროს,ესპანეთის გენერალური პროკურატოპრის,ესპანეთის უზენაესი სასამართოსი და რავიცი კიდე კიდე გამომრჩა რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი რომლიც არ ებრძვის ბარსელონას და კატალონიას? აი ესენი მოაგებინებენ რეალს ლა ლიგას და არა ბენიტესი და მისი მონები.

    დააკვირდით ნებისმიერ რეალის თამაშს, გუნდი პირველ გოლს იტანს მოწინააღმდეგე გუნდის მცველების ან ნახევარმცველების შეცდომის ხარჯზე.ამ შეცდომებს უშვებენ ძალიან დაბალი დონის გუნდები,რომლებიც სხვათაშორის მინიმუ 3 აშკარა საგოლე მომენტს უქმნიან რეალს,ჰოდა ლიგაზე მაღალი დონის გუნდები არ დაუშვებენ მასეთ ბავშვურ შეცდომებს და თუ გრანადა უქმნის რეალს 5 მომენტს ერთ თამაში მაღალი დონის გუნდიც შეუქმნის მინიმუმ მაგდენს,და თუ გრნადა უტანს სუფთა გოლს რეალს ბერნაბეზუე და პერესის მსაჯები არ თვლიან უეფას მსაჯები ჩათვლიან და აი მერე მაინტერესებს მონების თამაში ძლიერი გუნდი რომ გაუტანს გოლს მერე რას იზამს?

    ბენიტესი რეალისთვის კიდე უმნიშვნელოვანესია პირველგა გაიტანოს გოლი,რამეთუ ამ შემთხვევაში ყველაფერი დაგეგმილი სცენარით მისდით,ეს საერთოდ დაცვითი სტილის გუნდების დამახასიათებელია. ბენიტესიც ხშირად უსვამს ხოლმე ხაზს რეალის მიერ პირველ გატანილ გოლს,ამის შემდეგ გუნდი იხევს უკან და ელოდება მორიგ შეცდომებს მოწინააღმდეგესგან,რომელიც გარდაუვალია. ესა რის დღევანდელი რეალი და მისი მონური ფილოსოფია და სირცხვილია ასეთ ფეხბურთს რომ თამაშობს მეოცე საუკენუს საუკეთესო გუნდი,მაგრამ ეხლა უკვე ისინი მონები არიან და აღარ უტყდებათ დაჟე ასეთი თამაში ხომ მონების ხვედრია. დღეს სადაც ბარსელონაა იქ მონები ვერ იბლატავებენ ეს დაიმახსოვრეთ მონების ფანებო. ბარსელონა მწვერვალია რომლის იქეთ აღარაფერია,ვისში პილოტაჟია. fellow

  • FCB.2000
    schedule 03 ნოე 2015, 13:17
    #44

    https://www.youtube.com/watch?v=Bu08Doqm2Bo
    უმაგრესი ვიდეო ერიკეზე.
    იმედი მაქ ისევ ამოქოქავს გუნდს 2 წრეში

  • messi woolk
    schedule 03 ნოე 2015, 13:14
    #43

    ციტატა: აპათია
    რომა – ლევერკუზენი 1
    ბაიერნი არსენალი 1
    რას ფიქრობთ?


    Orivr x dajdeba:)

  • messi…the world is yours
    schedule 03 ნოე 2015, 12:41
    #42

    ციტატა: FCbarca_fan

    ციტატა: messi…the world is yours
    ჩელსის არჩევანი აზარი ან მაურინიო ყოფილა. მე მაურინიოს ავირჩევდი აბრამას ადგილას რომ ვიყო.


    მეც ასევე და საერთოდ, ჩემი აზრით, აზარი რაც არის იმაზე მეტი სახელია. 🙂


    ნუ საერთოდ ბელგიელების ხვედრია მასეთი ძამიკო. მე რასაც ფეხბურთს ვუყურებ ტოპ ბელგიელი ფეხბურთელი არ მინახავს და საერთოდ ეხლა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკადი წამოვიდა ბელგიაში,ფაქტიურად მათი უმეტესობა ან გრანდებში თამაშობენ ან მაღალი დონის გუნდებში რომლებიც მინიმუმ ევროპა ლიგაზე თამაშობენ,მაგრამ მათი სათამაშო კლასი მაინც ერთ დონეზე იყინება, რაღაც ზღვარი არსებობს რომელსაც ვერ ცდებიან ბელგიელი ფეხბურთელები და მუდამ კარგ ფეხბურთელებად რჩებიან,ამ თაობის მწვერვალი რა თქმა უნდა აზარია,მაგრამ ეგეც გაყინულია ერთ გარკვეულ მონაკვეთში რომელსაც ვერ ცდება რაც არ უნდა გაიხეს ჩემი აზრით,თაობა ყავთ რაღაც სასწაული ბელგიას თუ რაიმეს მოგება უნდა ამ თაობით თუ მოიგებენ თორე მერე მატარებელი ჩაივლის მე მგონი.

  • SHOTAMESSI10
    schedule 03 ნოე 2015, 12:35
    #41

    გილოცავ და მალე მილიონი მომელოცოს