workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბერტინი: “ვერატი ჩავის მაგონებს”

ალბერტინი: “ვერატი ჩავის მაგონებს”

“მილანისა” და “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი იტალიელ ფეხბურთელს, მარკო ვერატის კატალონიური კლუბის ლეგენდას, ჩავი ერნანდესს ადარებს.

“ვერატი ჩავის მაგონებს და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ვერატი მოკლე პასებზე აგებული თამაშის სტილის მიმდევარია. სწორედ ასე თამაშობენ “ბარსელონაში”. ის პირლოსგან განსხვავებული, მაგრამ მაინც ექსტრაორდინალური ფეხბურთელია.”

შეგახსენებთ, რომ ვერატი, რომელიც “პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, “ბარსელონაში” გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward