ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

23 აგვისტოს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.

1929 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი უნგრელი თავდამსხმელი ზოლტან ციბორი. 1958-1961 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 58 თამაში ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ციბორმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1946 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მარსიალი. 1969-1977 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 276 თამაში ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა. მარსიალმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი მოიგო.

1971 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი იტალიელი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი. 2004/05 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 6 თამაში ჩაატარა. ალბერტინიმ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1997 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში 2-1 მოგების შემდეგ “ბარსამ” “რეალ მადრიდთან” მადრიდში 1-4 წააგო და ტიტული მეტოქეს დაუთმო.

2009 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ბილბაო” 3-0 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 5-1 მოიგო და ტიტულს დაეუფლა. გოლები მესიმ (2) და ბოიანმა გაიტანეს.

2012 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები პედრომ, მესიმ და ჩავიმ გაიტანეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • azulgerana
    27 აგვ 2021, 08:06

    Fantastic days

  • nika 54
    24 აგვ 2021, 14:19

    მოკლედ სუპართასების თამაშების დღეებია სულ.

  • Bobi
    23 აგვ 2021, 19:52

    რამდენი დაბადების დღეა 😃😂❤️

  • azulgerana
    23 აგვ 2021, 12:31

    barca-2 barca-1 barca-5 ლიგა უნდა დადოთ წელს