“ბარსელონას” ლეგენდარული ჰოლანდიელი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი აღიარებს, რომ იგი დიდი სიამოვნებით დაბრუნებოდა კატალონიურ კლუბში.
“ბედნიერი ვიქნებოდი ისევ “ბარსელონას” მწვრთნელობით. ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის ნაწილია.
აქამდე არ ვგეგმავდი მწვრთნელად დაბრუნებას, თუმცა არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები”, – აცხადებს რაიკარდი.
ფრანკ რაიკარდი “ბარსელონას” 2003-2008 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მწვრთნელობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო (2004/05, 2005/06), ესპანეთის სუპერ თასიც – 2-ჯერ (2005, 2006), ჩემპიონთა ლიგა კი – 1-ელ (2005/06).