წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟუნინიო პერნამბუკანო მიიჩნევს, რომ მისმა თანაგუნდელმა, ნეიმარმა, ტრავმირებული ლიონელ მესის შეცვლაზე არ უნდა იფიქროს.
“ნეიმარმა არ უნდა იფიქროს, რომ მან გუნდის ყველა გოლი უნდა გაიტანოს და მოედანზე მთავარი ფიგურა იყოს. ეს შეუძლებელია. “ბარსელონაში” ლიდერობა გაცილებით რთულია, ვიდრე ბრაზილიის ნაკრებში. მესის არყოფნაში, ნეიმარი, შესაძლოა, დიდ ზეწოლას განიცდის, მაგრამ ის ამას უკვე შეჩვეულია.”