2 დღის წინ, “რეალის” საიტზე საფეხბურთო გუნდის 2015/16 წლების სეზონის ოფიციალური ფოტო განთავსდა. ამაში, თითქოს, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ სურათზე კარგად ჩანს, რომ მადრიდულმა გუნდმა ამჟამად “ბარსელონას” მფლობელობაში არსებული ტიტული მიისაკუთრა.
“რეალის” ოფიციალურ ფოტოსესიაზე 2 თასი იყო წარმოდგენილი – ერთი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასი, რომელიც ჯერჯერობით კვლავ “რეალს” ეკუთვნის და მეორე ევროპის სუპერ თასი. ეს უკანასკნელი მადრიდელებმა გასულ წელს მოიგეს, წელს კი, თბილისში, “სევილიასთან” გამართულ შეხვედრაში (5:4), ის “ბარსელონამ” მოიპოვა.
ამ დროისთვის, ევროპის სუპერ თასის მფლობელი სწორედ “ბარსელონაა”, მაგრამ როგორც ჩანს, მადრიდში ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.