არდა თურანის აგენტი აჰმეთ ბულუთი აცხადებს, რომ მას დიდი იმედი არ აქვს, რომ FIFA მის კლიენტს იანვრამდე თამაშის უფლებას მისცემს.
როგორც ცნობილია, “ბარსელონამ”, ესპანეთში მოქმედი წესების შესამაბისად, ხანგრძლივი დროით გამოკლებული რაფინიას შემცვლელად, არდა თურანის დარეგისტრირება ითხოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს პასუხს ელოდებიან.
“ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ არდას იანვრამდე თამაშის შანსი გაუჩნდა. ის ამისთვის მზადაა. თუმცა, FIFA-სთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არ ვართ განწყობილნი.”


