როგორც მოგეხსენებათ, შაბათს ლუის ენრიკეს შეგირდებმა “მინი ესტადიზე”, “ვილიარეალ ბ” მიიღეს და ანგარიშით, 4–1 დაამარცხეს. ამ მატჩის შემდეგ კომენტარები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა, რომელსაც ამ სიახლეში შემოგთავაზებთ.
მარკ მუნიესას, ჯონათან სორიანოს, ნოლიტოსა და რუბენ როჩინას გატანილი გოლების წყალობით, “ბარსა ბ”–მ “სეგუნდა ა”–ში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. “მატჩი ისე დაიწყო, როგორც ჩვენ ველოდებოდით. “ვილიარეალ ბ” კარგად ორგანიზებული გუნდია და თავისი სათამაშო სტილით ცოტათ ჩვენც გვგვანან,” განაცხადა ლუის ენრიკემ.
ლუისმა განაგრძო: “თამაშის ძირითად ნაწილში ბურთს ჩვენი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ. ჩვენ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ფეხბურთელები თავს ერთად და ორგანიზებულად იცავდნენ. ჩვენ ასევე ძალიან ძლიერად ვითამაშეთ თავდასხმის ხაზში, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც შეიძლებოდა.”
“ბარსა ბ”–ს მწვრთნელი ასევე გუნდის წლევანდელ თამაშებსაც შეეხო: “ჩვენ წელს საკუთარ მოედანზე უფრო უკეთაც ვითამაშეთ. გავიხსენოთ “ტენერიფე”, ან თუნდაც “ხერესი”, რომლებთანაც ჩვენ უფრო კარგი ფეხბურთს ჩვენება და უფრო კარგი სიტუაციების შექმნა შევძელით, მაგრამ ეს არის კარგი გამარჯვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კარგ სეზონს.”
ამ მატჩს 3,169 ათასი ადამიანი დაესწრო, რაზეც ლუის ენრიკემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ფანები ჩვენ საგულშემატკივროდ მოვიდნენ და მათ ქონდათ ბედნიერება ეხილათ ორი საუკეთესო ახალგაზრდული გუნდის დაპირისპირება. ჩვენ ვართ 2 “ბ” გუნდი, რომელიც “სეგუნდა ა”–ში გამოდის.”
ჟურნალისტებმა ახალგაზრდა მწვრთნელს ასევე შეკითხვა სასტარტო 11–ეულზეც დაუსვეს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ მარკ ბარტრა, ჯონათან დოს სანტოსი და ნოლიტო. “პეპ გვარდიოლა ოთხშაბათს მატჩისთვის, “ბარსა ბ”–ს რამდენიმე ფეხბურთელის გამოძახებას აპირებს და მე მსურდა, რომ ისინი ამ მატჩს უფრო დასვენებულები შეხვედროდნენ,” განაცხადა ლუისმა. აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ოთხშაბათს “ნოუ კამპზე”, “სეუტას” უმასპინძლებს.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსა ბ”–ს ერთ–ერთ ლიდერი, ტიაგო ალკანტარა “სევილიასთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ასევე დიდი ალბათობაა იმისა, რომ მისი ხილვა “სეუტასთან” მატჩში შევძლოთ. “ის განსხვავებული სტილის მოთამაშეა, რომელიც უკვე მაღალ დონეზე ასპარეზობს, მაგრამ მას ფეხბურთის თამაში ჭირდება. ტიაგო განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.”