“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ოლეგერ პრესასმა განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრებში თავს უარყოფილად გრძნობდა.
კატალონიის თავისუფლების ერთგული მხარდამჭერი და “ბარსელონას” ყოფილ მცველს, ოლეგერ პრესასს, რომელმაც ბლაუგრანაში 150 -ზე მეტი მატჩი ჩაატარა 2002-დან 2008 წლამდე, მოიგო ლა ლიგის ტიტული ორჯერ და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, არასდროს უთამაშია თავისი ქვეყნის ნაკრებში. მთელი სანაკრებო კარიერა მან მხოლოდ კატალონიის ეროვნულ ნაკრებში გაატარა.
“მე არასდროს მქონია სურვილი სხვა გუნდის, სხვა ფედერაციის ღირსება დამეცვა, ესპანეთში თავს უარყოფილად ვგრძნობდი.” – განაცხადა 35 წლის ოლეგერმა.
“რა თქმა უნდა, ყოველთვის მსურდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. თუმცა რეალობა ისაა, რომ ესპანეთი ახლაც განაგრძობს იმ ქვეყნის წარმოდგენას, რომლის ნაწილიც არ მინდა გავხდე, წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც უამრავ ადამიანს ჩაგრავს და წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც კიდევ ბევრ რამეში არ ვეთანხმები.”
“აქედან გამომდინარე, არასოდეს მინდოდა ესპანეთის ნაკრებში თამაში.”