workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სოციალურ ქსელში პირველობას არ თმობს

“ბარსელონა” სოციალურ ქსელში პირველობას არ თმობს

“ბარსა” პირველი სპორტული ორგანიზაციაა, რომელმაც სოციალურ ქსელში გულშემატკივართა რეკორდულ მაჩვენებელს, 200 მილიონს გადააჭარბა.

კატალონიელებს 2015 წელს 36 მილიონი, ხოლო კვირაში 1 მილიონი გულშემატკივარი დაემატა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტული ორგანიზაცია ასეთ ნიშნულს აღწევს, ამ მხრივ “ბარსელონა” გლობალური ლიდერია.

კლუბი ლიდერი გახდა ძირითადი ციფრული პლათფორმების მიხედვით: Facebook (114 მილიონი), Twitter (32 მილიონი) და YouTube. აღსანიშნავია, რომ 200 მილიონიდან 18 მილიონი Instagram–ს მომხმარებელია, მაშინ როდესაც აღნიშნულ სოციალურ ქსელში 2014 წელს მხოლოდ 2 მილიონი ჰყავდათ. არსებობს LINE, რომლის საშუალებითაც გულშემატკივრები ონლაინ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას. აღსანიშნავია ჩინური ქსელები: WeChat, Tencent და Sina (10 მილიონი).

კლუბს 40–ზე მეტი პროფილი აქვს სხვადასხვა ქსელში, 9 სხვადასხვა ენაზე (კატალანური, ესპანური, ინგლისური, ფრანგული, არაბული, პორტუგალიური, ინდონეზიური, ჩინური და იაპონური). აღსანიშნავია, რომ წარმატებას ხელი შეუწყო ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგებამ.

[media=https://www.youtube.com/watch?v=nK4HrBMhOhA]

"ბარსელონა" სოციალურ ქსელში პირველობას არ თმობს

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward