კატალონიის “ბარსელონა” იტალიის დედაქალაქში უკვე ჩაფრინდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს, “რომას” წინააღმდეგ გამართავს.
დელეგაციაში 20 ფეხბურთელის გარდა შედიან: ვიცე–პრეზიდენტები ჟორდი კარდონერი და ჟორდი მესტრე, გამგეობის წევრები ხორდი მოიქსი, ხავიერ ბორდასი და სილვიო ელიასი. რაც შეეხებათ კლუბის პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბართომეუს და ვიცე–პრეზიდენტს მანელ აროიოს, ისინი გუნდს თამაშის დღეს შეუერთდებიან.
საათნახევრიანი ფრენის შემდეგ “ბარსას” ფეხბურთელები სასტუმროში განთავსდნენ. 20:00 საათზე ლუის ენრიკე და ხორდი ალბა პრესკონფერენციას გამართავენ, 21:00 საათზე კი შეხვედრამდე ბოლო სავარჯიშო სესიას “ოლიმპიკოს” სტადიონზე ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ “რომასა” და “ბარსელონას” შორის შეხვედრა, 16 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.