workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდესი: “ტიტულები უნდა მოვიგოთ”

ფერნანდესი: “ტიტულები უნდა მოვიგოთ”

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი დღეს, ფეხბურთელებს ვარჯიშის დროს ესტუმრა, მან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მისი ამ თანამდებობაზე პრეზენტაცია ოფიციალურად დღეს მოხდა.

“მიზანი ძალიან მკაფიოა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი როლი, როგორც სახლში, ასევე მის გარეთაც. უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები და მოვიგოთ ტიტულები. ნათლად ჩანს გუნდის გაუმჯობესება და შევეცდებით, რომ კიდევ უკეთესად მოხდეს ეს პროცესი.

“მოხარული ვარ რაც აქამდე გაკეთდა, კარგი მოთამაშე შეუმჩნეველი არ დარჩება.”

ლუის ენრიკე

“რომ როდესაც ბერლინში მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მე ძალიან პოზიტიური განწყობა მივიღე მისგან. სპორტულ დირექტორს მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ერთ–ერთი მიზეზი თუ რატომაც ვარ თქვენთან ერთად ეს არის. ჩემი სურვილია არასოდეს გავაფორმო ფეხბურთელთან ხელშეკრულება თუ ორივე ჩვენგანს შორის არ იქნება შეთანხმება.”

პედრო როდრიგესი

“მის შესაძენად მსურველს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ის არის მოთამაშე, რომელიც “ბარსაში” არაჩვეულებრივად ასპარეზობს. მინდა, რომ იგი დარჩეს. ჩვენ არ გვინდა მისი დაკარგვა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ სარისკო სიტუაციაა, მის პასუხს ველოდებით. პედრო თუ მართლაც წავა ჩვენ ძალიან ბევრს დავკარგავთ.”

ადრიანო კორეია

“ისეთი სიტუაციაა, როგორიც პედროსთან დაკავშირებით. გვინდა, რომ დარჩეს და ვფიქრობ ასეც იქნება. მწვრთნელი მას მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლის. ადრიანოს სან ფრანცისკოში ვესაუბრე და განცდა მაქვს, რომ დარჩება. ჩვენ ვმუშაობთ.”

ალენ ჰალილოვიჩი

“ჰალილოვიჩი არენდით სხვა კლუბში გადავა. მას ვაცნობეთ, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ვეძებთ ისეთ გარიგებას, სადაც იგი შეძლებს განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი, მისი “ბარსაში” დაბრუნება 1 წლის შემდეგ მოხდება. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა.”

ადამა ტრაორე

“ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ იმის გამო, რომ მან გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ვერ იპოვა პირველ გუნდში, შესაძლოა, კლუბი დატოვოს.”

სერხი სამპერი

“დარწმუნებული ვარ, რომ იგი დარჩება სარეზერვო გუნდში, მას შანსი აქვს დაეხმაროს პირველ გუნდს.”

ჟერსონი

“ჟერსონი არის ახალგაზრდა მოთამაშე, მას ბევრი თვისებები აქვს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მასთან გავაფორმოთ ხელშეკრულება.” – განაცხადა ფერნანდესმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward