როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს “ბარსას” “ჩემპიონთა ლიგის” მორიგი ტური აქვს გასამართი. ამ თამაშის გასამართად “ბარსა” დანიაში გაემგზავრა…
ხვალ, “ბარსა” გასვლით მატჩს დანიური “კოპენჰაგენის” წინააღმდეგ გამართავს. ფეხბურთელებმა სკანდინავიისკენ გეზი დღეს დილით აიღეს. ფეხბურთელების გარდა თვითმფრინავში პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე პრეზიდენტი ხორხე კარდონა და მენეჯერები, ხავიერ ბორდასი, პილა გვინოვარტი და ტონი ფრეიხა იმყოფებოდნენ. ტრადიციულად გუნდს ასევე ამადორ ბერნაბეუ და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გაყვნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ დანიაში წასაყვანად 19 ფეხბურთელი გაამზადა. აქედან 2 “ბარსა ბ”–დან (ტიაგო და მინიო). ამ 19 ფეხბურთელთან ერთად კლუბის წევრების გარდა, დანიაში 40 გულშემატკივარი გაემგზავრა.
საკნდინავიურ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, “ბარსას” ფეხბურთელები შუადღემდე სასტუმროში დაისვენებენ. საღამოსკენ კი ვარჯიშს გამართავენ, რის შემდეგაც გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, დანი ალვესი და გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა პრეს–კონფერენციას გამართავენ.