ამ სიახლეში შემოგთავაზებთ კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველის, ხერარდ პიკეს ინტერვიუს, რომელიც “ბარსას” ტელევიზიას მისცა. ამ ინტერვიუში ესპანელი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის ინგლისში გატარებულ წლებსაც…
თქვენ ტოპ ფეხბურთელების რიცხვში ძალიან მალე ჩაეწერეთ. ამან თქვენზე იმოქმედა?
დიახ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ხანდახან შენ გსურს, რომ ძველი დრო გაიხსენო, გაიხსენო თუ რა სიტუაცია იყო 2–3 წლის წინ და როგორ შეიცვალა ყველაფერი ასე მალე, მაგრამ სიმართლე გახლავთ ის, რომ შენ ნამდვილად არ გაქვს ამ ყველაფრის შეფასებისთვის საკმარისი დრო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ისე სწრაფად, რომ ამის გაანალიზებაც ძალიან რთულია, მაგრამ ახლა მე ძალიან ბედნიერი ვარ და ნამდვილად მსურს, რომ ასე გავაგრძელო და უფრო წინ წავიდე.
23 წლის ასაკში თქვენ “ბარსასთან” ერთად უკვე 8 ტიტულის მოპოვება, ხოლო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად “მსოფლიო ჩემპიონატის” თასის დაუფლება შეძელით…
სიმართლე გითხრათ მე ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს უკვე წარსულია, მე კი აწმყოთი ვცხოვრობ. ამ ყველაფერმა მე ძალიან კარგი და ტკბილი მოგონებები დამიტოვა, მაგრამ მოგონებეით ვერ იცხოვრებ. ჩვენ გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ, რასაც ჩვენ შევძლებთ.
რისი გამეორება გსურთ?
რა თქმა უნდა მინდა გავიმეორო ტრიპლეტი, ექვსი თასი, მაგრამ ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ რთულია ამის გაკეთება. ეს უკვე ისტორიას ჩაბარდა…
2008 წელს, როდესაც თქვენ “ბარსაში” ხელახლა ჩაირიცხეთ, იფიქრებდით თუ არა ასეთ წარმატებაზე?
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ალბათ არავის შეეძლო წარმოედგინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ის სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და როდესაც მარტსა და აპრილს ყველა ტურნირზე ასპარეზობით შევხვდით, მაშინ უკვე ტიტულებზე ფიქრი დავიწყეთ. გავიხსენოთ “ჩემპიონთა ლიგის” ნახევარფინალი და ანდრეს ინიესტას გოლი. გავიხსენოთ პინტოს მიერ მოგერიებული პენალი “მალიორკასთან”. ამ მომენტებში ჩვენ ყველაზე მეტად იღბალი დაგვეხმარა. სწორედ იღბალი ჭირდება იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ შევძელით.
იყენებთ პრესას?
დიახ, ძალიან ხშირად. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოს.
თქვენ ასევე მოგწონთ კალათბურთი, არა?
მე კალათბურთი ძალიან მიყვარს, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებიც. მაგალთად ხელბურთი, ან ჰოკეი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თამაშებზე დასასწრებად საკმარისი დრო არ მაქვს.
თქვენ თამაშობთ კალათბურთის “Fantasy Coach”–ს…
დიახ, გასულ წელს მე მოვიგე შემადგენლობის ლიგა. ამ დროისთვის მე მეორე ადგილზე ვიმყოფები, პირველ ადგილზე კი სერხიოა (ბუსკეტსი).
რომელი ფეხბურთელის დამატება გსურთ თქვენს შემადგენლობაში?
ხუან კარლოს ნავარო არის ძალიან ძვირი და მისი დამატება ძალიან წარმადგება. ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ საკმაოდ ძვირი. მისი ყიდვის შემთხვევაში მის გვერდით სხვა, დაბალი დონის კალათბურთელებს მოუწევთ თამაში.
ახლა გადავხედოთ იმ ხალხს, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაზე გარკვეული ზეგავლენა იქონიეს. ახლა მე გეტყვით ადამიანის სახელს და მითხარით ის, რაც მის შესახებ პირველი გაგახსენდებათ. როდოლფო ბორელი.
ის იყო იმ ადამიანთთაგანი, რომელიც ფიქრობდა, რომ მე ფეხბურთელი გავხდებოდი. მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მაგალითად ბურთის ტარება, ან თუნდაც ის, რომ ბურთი უაზროდ არ უნდა მოვიცილო.
ბოიან კრკიჩი.
მას მე ბავშვობიდან ვიცნობ. ის ნატურალური “გოლის გამტანია” და დიდებული თანაგუნდელი. ბოიანი ჩემი ერთ–ერთი ახლო მეგობარია. მას “ბარსაში” ყოფნა სიამოვნებას ანიჭებს.
თქვენზე, ორივეზე ამბობენ, რომ ხუმრობებით გამოირჩევით…
სიმართლე გითხრათ “ხუმარა” ადამიანის იმიჯი “ბარსას” პირველ გუნდში ყოფნის პირველ წელს შემექმნა, რაც ძალიან მომწონდა, მაგრამ შემდეგ გავაანალიზე, რომ გუნდში სხვა იუმორით სავსე ადამიანებიც იყვნენ. მაგალთად დანი, ან თუნდაც ჩავი.
თქვენ ალბათ ფეხბურთელობის პერიოდში ბევრი პოზიტიური რამ გინახავთ, მაგრამ თქვენი პროფესიის გამო შესაძლოა ბევრი ნეგატიურიც იყოს. როდესაც გარეთ გადიხართ, რა ხდება? მაგალითად, შეგიძლიათ კვირას კინოში წასვლა?
არჩევანისთვის შაბათი, ან კვირა მაქვს. მე მინდა ვთქვა, რომ დიახ, შემიძლია. რთულია ყოველთვის ყურადღების ქვეშ ყოფნა, მაგრამ ამას ნელ–ნელა ეჩვევი.
გაიხსენეთ ყველაზე უცნაური ფაქტი, რომელიც თავს გადაგხდენიათ.
ერთხელ ქალაქის ცენტრში შოპინგზე ვიდეო თამაშს, თუ საჩუქრის საყიდლად წავედი, მაგრამ შესვლისთანავე ჩემს გარშემო ხალხი მოექცა. როდესაც ერთი ადამიანის სურათს გიღებს, მაშინ შენ უკვე შეუმჩნეველი აღარავისგან აღარ რჩები.
ახლა კი დავასრულოთ. თუ თქვენ მადრიდის “რეალის” კარში გოლის გატანას შეძლებთ, როგორ აღნიშნავთ?
სიმართე გითხრათ არ ვიცი. მადრიდელებთან თამაშის დროს იმდენ ადრენალინს გამოყოფ, რომ ეს არც კი გახსოვს. 2–6–ის დროს გატანილი გოლი ჩემს მაისურთან ერთად აღვნიშნე, მაგრამ გოლის მომენტი საერთოდ არ მახსოვდა, სანამ მატჩის შემდეგ, გამეორებაზე არ ვნახე.
მანჩესტერი
“მანჩესტერ იუნაიტედი” არის გუნდი, სადაც თქვენ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდით. ბევრი ისწავლეთ “პრემიერ ლიგაში”?
ძალიან ბევრი. ერთადერთი ცუდი ფაქტი არის ის, რომ მე იმდენ ხანს ვერ ვთამაშობდი, რამდენიც მე მსურდა. მე ძალიან ბევრი ვისწავლე თითოეული ფეხბურთელისგან, მწვრთნელისგან და ცუდი მომენტებისგან. ძალიან ცუდი მომენტია მაშინ, როდესაც შენ თამაში გსურს, მაგრამ არ შეგიძლია. ცუდი მომეტია, როდესაც შენ გიწევს გაუმკლავდე მარტოობას…
როგორია სერ ალექსი? გახსოვთ პირველად რაზე ელაპარაკეთ?
მასთან შეხვედრამ შემზე ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. მე 17 წლის ვიყავი და მასთან ყოფნისას ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ნელ–ნელა მისი ნდობის წყალობით ყველაფერი შეიცვალა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იგი ჩემ მეორე მამად მიმაჩნდა. ჩემი ოჯახი ბარსელონაში იყო, ხოლო მე მანჩესტერში სრულიად მარტო ვიყავი. ის მე ყველა ასპექტში მეხმარებოდა. არამარტო საფეხბურთო საკითხებში, არამედ პირად.
ბარსელონაში ჩამოსვლამდე, მოგცათ თუ არა მან რაიმე რჩევა?
არა, მან უბრალოდ განაცხადა, რომ მას ჩემი გუნდში დარჩენა სურდა. მან ჩემი სიტუაცია სწორად აღიქვა და ყველაფერი კარგი მისურვა. ბარსელონაში ყოფნისას მან წერილი გამომიგზავნა, სადაც წერდა, რომ მას ჩემი გადაწყვეტილების მიღების გამო რაღაც შეცდომა ქონდა დაშვებული და წერდა, რომ იგი ჩემით ძალიან მოხარული იყო.
თქვენ ითამაშეთ ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორიცაა ვიდიჩი, ფერდინანდი, რუნი და კრისტიანო რონალდო.
მე ვისწავლე ძალაინ ბევრი. განსაკუთრებით კი რიოსგან და ვიდიჩისგან, რომლებიც ჩემს პოზიციაზე თამაშობენ. მათთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.
როგორი იყო როი კინი და რა მოხდა მასსა და მობილურ ტელეფონს შორის?
მე ბევრი გასახდელი მინახავს, მაგრამ ასეთი არა. მას აქ ყველაზე დიდი გავლენა ქონდა. როის არ მოწონდა, როდესაც ვინმეს გასახდელში მობილური ტელეფონი ქონდა ჩართული. ერთხელ მე ჩემი მობილური გასახდელში ჩამოვკიდე. მან ვიბრაცია დაიწყო, რაც მას ძალიან არ მოეწონა. მისთვის ამას მატჩზე გავლენის მოხდენა შეეძლო. ამის გამო იგი ძალიან გაბრაზდა და ცოტა იყვირა კიდეც.
და შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის შენი ტელეფონი იყო?
დიახ და შემდეგ ცალკე დამელაპარაკა.
მაგრამ თქვენ მას პატივს ცემთ?
დიახ, განსაკუთრებით მაშინ ვცემდი პატივს, როდესაც მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ინგლისში შედარებით დიდი ფეხბურთელები უფრო პატივსაცემებად ითვლებიან. ესპანეთში კი ეს ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა, მაგრამ ინგლისში ვეტერანებს ძალიან დიდ პატივს უნდა ცემდე.