“ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით მომავალ კვირას შედგება.
ოთხშაბათს “ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა და ალბერტ სოლერი ტურინში გაემგზავრებიან, რათა შეხვდნენ “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას პოლ პოგბას შეძენასთან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ 6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე არაფორმალური მოლაპარაკებები შედგა კლუბის ხელმძღვანელობებს შორის, აღნიშნულ შეხვედრას კი ოფიციალური სახე აქვს.
შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ფრანგი ნახევარმცველი “ბარსელონას” შემადგენლობაში ვიხილოთ მომავალ სეზონში (2016/17 წლის).
“ბარსელონამ” ფორმალურად გადადგა ნაბიჯი ფეხბურთელის შესაძენად, ასე, რომ შესაძლებელია ეს საბოლოო შეხვედრა იყოს ფეხბურთელთან.