არგენტინის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გაბრიელ ბატისტუტა მის თანამემამულეზე, ლეო მესიზე საუბრობს და მას უცხოპლანეტელად მოიხსენიებს.
“მესიზე ძალიან კარგი შეხედულება მაქვს. სხვანაირად როგორ შეიძლება? ეს ბიჭი სხვა პლანეტიდანაა. მესი უნიკალურია. მისი ფეხბურთი მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს. მისგან ყოველთვის მწვერვალზე ყოფნას ითხოვენ, რაც გასაკვირი არაა, რადგან ლეომ ხალხი ამას მიაჩვია. დიახ, ლეო ნომერ პირველია, თუმცა ხალხი მის მცირე შეცდომას ელის და მას აკრიტიკებს.”