ნიდერლანდების ნაკრებთან გატანილი გოლით ლეო მესი არგენტინელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლებით გაბრიელ ბატისტუტას დაეწია.
ძვირფასო ლეო, გილოცავ! 👏
ამ რეკორდს 20 წლის განმავლობაში ვფლობდი და სიამოვნებას ვიღებდი. ახლა კი დიდი პატივია, რომ მას შენთან ერთად ვიზიარებ.
მთელი გულით გისურვებ, რომ ეს რეკორდი შემდეგ მატჩშივე დაამხო! 💙🇦🇷
– წერს ბატისტუტა Twitter-ზე.
ამ მომენტისთვის ლეოსა და ბატისტუტას მუნდიალზე 10-10 გოლი აქვთ, რაც არგენტინელებს შორის საუკეთესო შედეგია.
ეს არის ადამიანობა და არა ის რონალდუ რო ყველა გოლს თავისად მიიწერს და თუ ვინმე ცარიელ კარში დარტყმას დაასწრებს საერთოდ კარგავს მასთან ურთიერთობას.
100%
არგენტინას თუ მესის ?? მე არ მივესალმები კლუბის რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ მის საიტზე ატლეტიკოს და სხვა კლუბების ფეხბურთელების კომენტარები რომ მხვდება, გასაგებია მესის ფაქტორი თუმცა ბარსაში აღარაა და არგენტინის სიახლეები ვინც არგენტინას გულშემატკივრობს არის არგენტინის ფანთა გვერდი და იქაა გაწევრიანებული ასე რომ ბარსელონას დაუთმეთ მაქსიმალურად და ბარსელონაზე ისაუბრეთ რა დეპაული რა სკალონი რა ბატისტუტა ??????
არც არგენტინას არ ვგულშემატკივრობ არც ჰოლანდიას, თუმცა ლეოს მოგება გამიხარდება რა თქმა უნდა. მაგრამ მაგარი ქაჯებივით იქცეოდნენ არგენტინელები და ამ აყლაყუდა ჰოლანდიელებს კიდევ მაგარი მოთმინება ჰქონიათ 😃😃 იმ საქციელის გამო პარედეში ვან დაიკმა ხუთ მეტრზე რო გადააგდო, უარესის ღირსიც იყო 😃
უმაგრესი კაცია ბატი, ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი
ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, ვეტყვი, რომ ჩვენი მომხმარებლების 88% არგენტინას ქომაგობს, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ამ ნაკრების შესახებ ყველაფერი გაშუქდებოდა, როგორც ესპანეთის შემთხვევაში.
ნეტა ბატიგოლის ნაირი თავდამსხმელი ახლა ჰყავდეთ ლაუტაროს მაგივრად. წინ მარტოა მესი ფაქტობრივად, მხოლოდ ალვარესი ჰყავს დამხმარედ. დი მარიამაც მაინდამაინც მუნდიალის წინ მიიღო ტრავმა.
არგენტინმანია ან მესიმანია დაარქვით ბარემ საიტს