თუ Forbes-ს დავუჯერებთ, “ბარსელონა” და Qatar Airways, უახლოეს მომავალში, ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულ სასპონსორო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის თანახმადაც, კატალონიური კლუბი წელიწადში 90 მილიონ დოლარს მიიღებს.
“ბარსელონასა” და Qatar Airways-ს შორის აქამდე მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, კატალონიური კლუბი წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ დოლარს ღებულობდა. კონტრაქტის გაფორმების დროს ეს რეკორდული თანხა იყო, მაგრამ მოგვიანებით სხვა კლუბებმა უფრო სარფიანი გარიგებები დადეს.
ამ დრომდე, სპონსორისგან ყველაზე დიდ თანხას “მანჩესტერ იუნაიტედი” იღებდა, რომელსაც General Motors-ი 80 მილიონ დოლარს უხდის, თუმცა, კატალონიური კლუბი “წითელ ეშმაკებს” მალე გადაასწრებს.
როგორც ცნობილია, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. “ბარსელონამ” საბოლოო თანხმობა 18 ივლისს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მიიღოს.